შეფასების ჯგუფის დებულება

სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის დებულება
2018 წელი
თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო
წინამდებარე დებულება ვრცელდება სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მასწავლებლებზე, მასწავლებელთა შეფასების ჯგუფზე და აწესრიგებს ამავე სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოქმედების წესსა და პროცედურებს.

მუხლი 2. დებულების მიზანი
დებულების მიზანია:
ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში შეფასების ჯგუფის ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელების პროცედურების განსაზღვრა;
ბ) შეფასების ჯგუფისათვის მიმართვის წესის განსაზღვრა;
გ) გაკვეთილებზე დასწრების  სურვილის შემთხვევაში, მასწავლებლის განაცხადის ფორმის შემუშავება;
დ) გაკვეთილებზე დასწრების განრიგის შექმნისთვის მასწავლებელის განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვრა;
ე) გაკვეთილის გეგმის წარდგენის პროცედურების განსაზღვრა;
ვ) გაკვეთილზე დასწრების შედეგების განხილვის  წესის განსაზღვრა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მასწავლებელი – ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიულისტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლისზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი,ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯაროსამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
გ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისშესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლოგეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად;
დ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;
ე) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარიპედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებსუზიარებს კოლეგებს;
ვ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებსრეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა დადამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას;
ზ) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე - სქემით განსაზღვრული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგებისდამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენტები) ორგანიზებული კრებული;
თ) თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა,რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას;
ი) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში - ფასილიტატორი) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისმასწავლებელი (მენტორი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით;
კ) განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხისგაუმჯობესებაში;
ლ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილისშეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა;
მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლებისმართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთაბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემისსაშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;
ნ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;
ო) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაშიხორციელდება ერთხელ;
პ) სამოდელო გაკვეთილი - წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი;
ჟ) მოქმედი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც ამ სქემის ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა;
რ) საგნის გამოცდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა;
ს) მასწავლებლის შეფასება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულსტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა;
ტ) შიდა შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ მასწავლებლის თვითშეფასებასა დამასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას;
უ) გარე შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;
ფ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებითშექმნილი ჯგუფი;
ქ) საპატიო მიზეზი - მოვალეობების შეუსრულებლობა, რომელიც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებითან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.
თავი II. შეფასების ჯგუფი
მუხლი 4. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიზანი და ამოცანა
1.  შეფასების ჯგუფის/ჯგუფების მიზანია:
1.1. შეფასების სისტემის სრულყოფის გზით სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
1.2. მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბებით მისი ავტონომიურობის  გაძლიერების ხელშეწყობა;
1.3.  სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება.
2. შეფასების ჯგუფის ამოცანებია:
2.1. სკოლის მასწავლებლებისათვის პროფესიულ განვითარებაში დახმარება;
2.2. სქემით გათვალისწინებულ საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება.

მუხლი 5. შეფასების ჯგუფის სამოქმედო პრინციპები
მასწავლებელთა შეფასებისას შეფასების ჯგუფი ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.


მუხლი 6. შეფასების ჯგუფის შემადგენლობა
1.    მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფირომელიც შედგება სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა”-ს დირექტორისდირექტორის მოადგილის, პედაგოგიური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით არჩეული 2  ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედების მიერწლის ვადით წარდგენილი 6(ექვსი) წევრისაგან
2.    მასწავლებლის შეფასების ჯგუფებს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი.
3.    მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულიაგანაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაშითუ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფიახორციელებს მის შეფასებას.
4.     იმ შემთხვევაშითუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობამაგრამ არანაკლებსამი წევრისა, გადაწყვეტილება მიღებულია.
5.    მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით,რომელსაც ხელს აწერენ შეფასების ჯგუფის სხდომაზე დამსწრე, ხმის უფლების მქონე წევრები.
მუხლი 7. შეფასების ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია სკოლის შეფასების ჯგუფის საგნის/საგნობრივი ჯგუფის კათედრიდან წარდგენილ წევრს სამწლიანი ვადის ამოწურვამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) შიდა მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, თუკი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდება; 
გ) გარე მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, თუკი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდება;
დ) ცენტრის მხრიდან ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი კანონდარღვევის შემთხვევაში, რის შესახებაც ცენტრი მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ე) თუ სკოლის ადმინისტრაცია ან სკოლის მასწავლებელი წარადგენს საჩივარს ცენტრში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც საკითხის შესწავლის საფუძველზე გამოიტანს სათანადო დასკვნას.
2.         სკოლის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, როგორც შეფასების ჯგუფის წევრებს, უფლებამოსილება უწყდებათ:
ა) თუ გარე მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდება, რომ სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ მოვალეობას;
ბ) ცენტრში შესული საჩივრის საფუძველზე. ცენტრი განიხილავს საჩივარს და იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიიჩნევს, შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

მუხლი 8. შეფასების ჯგუფის წევრთა მოვალეობები
1.  დირექტორი:
1.1. ხელმძღვანელობს შეფასების ჯგუფის საქმიანობას;
1.2. თავმჯდომარეობს შეფასების ჯგუფის შეხვედრებს;
1.3. ესწრება მასწალებელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით.
2.  დირექტორის მოადგილე:
2.1. ესწრება მასწავლებელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით;
2.2. მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
2.3. შეფასების ჯგუფი შეხვედრაზე ასრულებს მდივნის ფუნქციას.
2.4.  დირექტორის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარეობს შეფასების ჯგუფის შეხვედრებს.
3.  ფასილიტატორი:
3.1. ესწრება თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს  და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით;
3.2. მონაწილეობას იღებს თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში;
3.3. მონაწილეობას იღებს განმავითარებელი შეფასების შემუშავებაში თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის, ასევე მათ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების საფუძველზე;
3.4. აფასებს მასწავლებლების პროფესიულ საქაღალდეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას  დადგენილი კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით; 
3.5. მონაწილეობას იღებს მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების, ასევე მისთვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის თაობაზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფის განხილვებში;
3.6.  შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისა თუ სხვა საქმიანობების შეფასების საფუძველზე, მასწავლებელს აწვდის განმავითარებელ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;
3.7. მოთხოვნის შემთხვევაში, პირადად აცნობს მასწავლებელს შეფასების ჯგუფის რეკომენდაციებს და აძლევს მას ყველა საჭირო განმარტებას;
4.  კათედრის წარმომადგენელი:
4.1. ესწრება მასწალებელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით;
4.2. მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
4.3. მონაწილეობას იღებს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში.

მუხლი 9. შეფასების ჯგუფის საქმიანობის სფერო
,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და 
მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის№1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის
 პროფესიული სტანდარტის (შემდგომში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტიმოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენის მიზნით,  შეფასების ჯგუფი:
მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე;
)  მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე;
გ) ადგენს გაკვეთილებზე დასწრების განრიგს;
აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზეიღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულისტატუსისმინიჭებისშენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენისშესახებ;
ვ) ახორციელებს მასწავლებლის მუშაობის და მიღწეული შედეგების კრიტიკულ-კონსტრუქციულანალიზს.

თავი III. მასწავლებლის შეფასება
მუხლი10შეფასების ფორმები
შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:
გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება (პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლისათვის);
სამოდელო გაკვეთილის შეფასება (წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის);
მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსიუფროსიწამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის).

მუხლი11. გაკვეთილზე დაკვირვებ
1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფიუფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების,უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან წამყვანი მასწავლებლისსტატუსის მინიჭებისათვისკანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში,არანაკლებ ორჯერ აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებსმას.
2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაშიაძლევს მას განმავითარებელ შეფასებას წერილობითი ფორმით.
3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფიპრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზეანიჭებსპრაქტიკოს/უფროს მასწავლებელს კრედიტქულებს

მუხლი 12სამოდელო გაკვეთილის შეფასება
1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფიწამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისათვის ან მენტორის სტატუსის მინიჭებისათვისკანონმდებლობითდადგენილი ვადის განმავლობაშიარანაკლებ ათჯერ აკვირდება წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისირუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.
2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფიმენტორის სტატუსის შენარჩუნებისათვისკანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაშიარანაკლებ ხუთჯერაკვირდება მენტორის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.
3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფიწამყვანი მასწავლებლის/მენტორის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე ანიჭებსმას  კრედიტქულებს.

მუხლი 13მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება
1.    მასწავლებელი ვალდებულიამასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2.    მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები.
3. მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაშიმისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეშიარსებული დოკუმენტების განთავსების ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში
ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების შეფასების ჯგუფი, ვალდებულიაუზრუნველყოს მასწავლებლის შეფასებისშედეგებისა და მასწავლებლისათვის 
სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისშენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების 
განთავსება ელექტრონულ სისტემაში.
მუხლი 15იმ მასწავლებლის შეფასებარომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
1. ის მასწავლებელირომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანსამ თავით დადგენილიწესით შიდაშეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. ის მასწავლებელირომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანსამ თავით დადგენილი წესითშიდაშეფასებას გადის შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშირაც მიეთითება ელექტრონულ სისტემაში.
მუხლი 16. სამუშაო ჯგუფისათვის მიმართვის წესი
ერთწლიანი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის ერთიან ელექტრონულ სისტემაშიატვირთვის არალელურადგაკვეთილზე დაკვირვების სურვილის შემთხვევაში,მასწავლებელი მიმართავს სამუშაო ჯგუფს ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმით.
მუხლი 17მასწავლებლის განაცხადის ფორმა
1.    გაკვეთილზე დასწრების სურვილის შემთხვევაშიმასწავლებელი ავსებსგანაცხადს დანართი N1-ის შესაბამისად.
2. მასწავლებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ - სასწავლო წლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, ხოლო 2015-2016 სასწავლო წელს - სამი თვის ვადაში, წერილობით მიმართოს შეფასების ჯგუფს გაკვეთილზე დაკვირვების მოთხოვნით.
3.    შეფასების ჯგუფი განიხილავს შემოსულ განცხადებებს და შეიმუშავებს გაკვეთილზე დაკვირვების განრიგს. განრიგის შედგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რომ 4 წლის განმავლობაში თითოეულმა მასწავლებელმა შეძლოს 2 გაკვეთილის წარმართვა, რომელსაც დააკვირდება შეფასების ჯგუფი (2015-2016 სასწავლო წელი ითვლება საპილოტე წლად).
4.    დირექტორის მიერ დამტკიცებული განრიგის გამოკვრა უნდა განხორციელდეს სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განრიგის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში.
5.    გაკვეთილზე დასწრების გაუქმების სურვილის შემთხვევაშიმასწავლებელი მიმართავს შეფასების ჯგუფს დანართი N2-ის შესაბამისად.
6.   პედაგოგს შეუძლია განაცხადი გააუქმოს ვადის დადგომამდე ორი კვირით ადრეგარდა საპატიო მიზეზის არსებობისა.
მუხლი 18. გაკვეთილის გეგმის წარდგენა           
1.    მასწავლებელი შეფასების ჯგუფს წერილობით მიმართვასთან ერთად წარუდგენს გაკვეთილის გეგმას.
2.    საჭიროების შემთხვევაში, საგაკვეთილო გეგმის შეფასებისას, შეფასების ჯგუფი ან ფასილიტატორი წერილობით რეკომენდაციას მისცემს მასწავლებელს და განუსაზღვრავს ვადას საგაკვეთილო გეგმაში ცვლილების შესატანად.
3.    მასწავლებლის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციები ასევე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლის პირად პროფილში სპეციალურად გამოყოფილ ველში.
4.    პედაგოგი დადგენილ ვადაში შესწორებულ გეგმას წარუდგენს შეფასების ჯგუფს. მასწავლებლის გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ორჯერ.
5.    გაკვეთილის ჩატარებამდე, საჭიროების შემთხვევაში, დგება შეხვედრა შეფასების ჯგუფსა და მასწავლებელს შორის, რომლის მიზანია, საბოლოოდ დაზუსტეს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. აღნიშნული შეხვედრა ფორმდება ოქმით.
მუხლი 19. გაკვეთილზე დასწრების პროცესი
1.    შეფასების ჯგუფი ახორციელებს საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებას და ახდენს მასწავლებლის შეფასებას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
2.    გაკვეთილს ესწრება შეფასების ჯგუფის უმრავლესობა, არანაკლებ სამი წევრისა.
3.    შეფასების ჯგუფი აფასებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ინსტრუმენტის მიხედვით.
4.    თუ მასწავლებლის მიერ დაგაგმილი გაკვეთილი ვერ ჩატარდა  საპატიო მიზეზის გამო, მასწავლებელს მიეცემა ერთთვიანი ვადა სანაცვლო გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
5.    თუ საპატიო მიზეზით, შეფასების ჯგუფის წევრთა საჭირო რაოდენობა ვერ შეიკრიბა საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად, მაშინ მასწავლებელს მიეცემა ერთთვიანი ვადა გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად.
6.    საპატიო მიზეზით გამო გაკვეთილის არ/ვერ ჩატარება ან გაკვეთილის არ/ვერ შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 20. გაკვეთილზე დასწრების შედეგების განხილვის წესი
1.    საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებიდან 2 დღის ვადაში მასწავლებელი, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აკეთებს თვითშეფასებას წერილობითი ფორმით.
2.    თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდგომ მასწავლებელი ადგენს ერთწლიან  სამოქმედო გეგმას პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
3.    საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებიდან ერთი კვირის ვადაში შიდა შეფასების ჯგუფი განიხილავს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და მის შედეგებს წერილობითი ფორმით მიაწვდის მასწავლებელს.
4.    მასწავლებელს კრედიტქულა მიენიჭება შეფასების ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია შეფასების ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.
5.    თუ შეფასების ჯგუფმა ჩატარებული გაკვეთილი დადებითად არ შეაფასა, პედაგოგს მიეცემა მხოლოდ განმავითარებელი კომენტარი და დამატებითი  ვადა 1-3 თვემდე, რათა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, დაგეგმოს და ჩაატაროს ახალი გაკვეთილი.
6.    თუ  გაკვეთილი არ შეფასდება დადებითად, პედაგოგს წერილობითი ფორმით მიეცემა განმავითარებელი შეფასება და რეკომენდაციები.
7.    მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე, ანიჭებს მასწავლებელს კრედიტქულებს.    

მუხლი 21პროფესიული საქაღალდის შეფასების პროცედურები
1.    პროფესიული საქაღალდის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.
2.    მასწავლებელი ვალდებულია, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი, სავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები და განათავსოს ელექტრონულ სისტემაში.
3.    პროფესიულ საქაღალდეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეაფასებს ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად, ხოლო გაერთიანებულ შეხვედრაზე მოხდება აზრების შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
4.    გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით და წარედგინება სკოლის დირექტორს.
მუხლი 22. შეფასების ჯგუფის/ჯგუფების შეხვედრების სიხშირე და ფორმატი
1.    შეფასების ჯგუფის შეხვედრების სიხშირე განისაზღვრება მას შემდეგ რაც შედგება გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკი.
2.    შეფასების ჯგუფის შეხვედრებს თავმჯდომარეობს სკოლის დირექტორი; მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ფუნქციას ითავსებსდირექტორის მოადგილე, ხოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დაოქმება და ელექტორნულ სისტემაში განთავსება დაევალება ერთჯერადად არჩეულ წევრს, რომელსაც ირჩევს შეფასების ჯგუფი დამსწრეთა უმრავლესობით.
3.    შეფასების ჯგუფის შეხვედრაზე მდივნის ფუნქციას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელსაც დაევალება მიღებული გადაწყვეტილებების დაოქმება და ელექტორნულ სისტემაში განთავსება. დირექტორის მოადგილის არარსებობის/არყოფნის შემთხვევაში გადაწყვეტილებების დაოქმება და ელექტორნულ სისტემაში განთავსება დაევალება ერთჯერადად არჩეულ წევრს, რომელსაც ირჩევს შეფასების ჯგუფი დამსწრეთა უმრავლესობით.
4.    შეფასების ჯგუფის წევრებს და შეფასების ჯგუფებს მუდმივად ექნებათ ერთმანეთს შორის კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
თავი IV. დებულების დამტკიცება, ცვილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 23. შეფასების ჯგუფის დებულების დამტკიცება,მასში ცვლილების შეტანა და გაუქმება
1. შეფასების ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების ჯგუფი.
2. სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.














დანართი N1

სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის
მასწავლებლის  შეფასების ჯგუფის თავმჯდომარეს
ქალბატონ მზია ოსეფაიშვილს
ამავე სკოლის (----საგანი-----)  მასწავლებლის
----------------------------------------------------


მ ი მ ა რ თ ვ ა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, 2018 წლის ---  --------------, მსურს ჩავატარო გაკვეთილი, რომელზეც შეფასების მიზნით დამესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.


ხელმოწერა:
თარიღი:

























დანართი N2

სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის დირექტორს,
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის თავმჯდომარეს
ქალბატონ მზია ოსეფაიშვილს 
ამავე სკოლის (----საგანი-----)  მასწავლებლის
--------------------------------------------------------------

მ ი მ ა რ თ ვ ა
----------------------------- გამო, გთხოვთ გააუქმოთ 2018 წლის --------------- ------------- გაკვეთილზე დაგეგმილი დაკვირვება.


ხელმოწერა:
თარიღი:

Комментариев нет:

Отправить комментарий