თეატრი სკოლაში


თავისუფალი გაკვეთილის შემაჯამებელი სლაიდი
ქვემიმართულებათეატრი სკოლაში“ -, მოზარდებში თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.


1.     1. თავისუფალი გაკვეთილის შემაჯამებელი სლაიდი
2.     კლასი: VII-VIII
3.     მასწავლებელი: მზია სიხარულიძე. 2018 სასწავლო წელი
4.     2. თავისუფალი გაკვეთილი-თეატრი სკოლაში
5.     3. მიზანი: ხელოვნებისადმი ინტერესის გამოხატვა, შემოქმედებითი უნარების განვითარება, თეატრალური ხელოვნების საშუალებით თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
6.     4. კურსის მოკლე აღწერა: გაეცნობიან თეატრის ისტორიას, ჟანრებს, მიმართულებებს, სპექტაკლის დადგის პრინციპებს. ჯგუფი გაეცნობა საკუთარი სურვილით შეარჩეულ ნაწარმოებს და მოახდენს მის ინსცენირებას.
7.     კლასი: VII-VIII.
8.     5. აქტივობების ჩამონათვალი:
9.      1. კურსის შესავალი, ხელოვნება და მისი დარგები.8.XI.2018.
 2. ზოგადი ინფორმაცია თეატრის ჟანრისა და მიმართულების შესახებ. 11.XI.2018.
 3. ჩოხატაურისთეატრის დათვალიერება.15.XI.2018
 4. პიესის გაცნობა. 22.XI.2018.
 5. პიესიის განხილვა.29.XI.2018.
 6. როლებისა და ფუნქციების განაწილება.31.XI.2018.
 7. სამაგიდო რეპეტიციები/როლური თამაშები. 5.XI.2018.
10.                        6. 1.კურსის შესავალი, ხელოვნება და მისი დარგები.
 მოსწავლეები პირველ შეხვედრაზე გაეცნენ კურსის შესავალს, თემას ხელოვნებასა და მის დარგებზე. თემისა და მიზნების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა შეარულეს სახალისო გაცნობითი სავარჯიშო. თითოეულმა მათგანმა დაასახელა საკუთარი სახელი და დაამატა თავისი მოძრაობა, ხოლო ყოველი მომდევნო ასახელებდა საკუთარ სახელსა და მოძრაობას და იმეორებდა მის წინ მდგომი ამხანაგების სახელსა და მოძრაობას. თემის დასახელების შემდეგ მოსწავლეებმა განმარტეს რა იყო ხელოვნება და დაასახელეს ხელოვნების დარგები. ჯგუფებში დაამუშავეს ხელოვნების დარგებზე ინფორმაცია.  თითოეული მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამუშაოს. შეჯამებისას მათთვის გაკვეთილი იყო საინტერესო, ინფორმაციული და ადვილად აღქმადი, რადგან თვითონ მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართული ინფორმაციის დახარისხებისას.
11.                        7. 2.ზოგადი თეორიული ინფორმაცია თეატრის ჟანრისა და მიმართულების შესახებ. თეატრის ისტორია.
 ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი. თემა იყო ზოგადი თეორიული ინფორმაცია თეატრის ჟანრისა და მიმართულების შესახებ, მოსწავლეები გაეცნობოდნენ თეატრის ისტორიას. თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეემა  შეასრულეს სავარჯიშო თიხა და მოქანდაკე. წყვილში ერთი იყო მოქანდაკე და მეორე თიხა. მოქანდაკე ეხმარებოდა თიხას ემოციის გამოხატვაში. ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ასახელებდნენ ემოციებს, რომლებსაც თიხა გადმოსცემდა. სავარჯიშომ დადებითი განწყობა შეუქმნა მოსწავლეებს, თითოეულმა მათგანმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენა. სპექტაკლის მცირე მონაკვეთის ჩვენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა ნანახ ეპიზოდთან დაკავშირებით. სიახლე და ინფორმაციული იყო საქართველოში არსებული თეატრების ჩვენება და გაავლეს პარალელები.
12.                        8. ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი ხელოვნების მიმართულებით- თეატრი სკოლაში, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიებინათ ინფორმაცია ჩოხატაურის თეატრთან დაკავშირებით და წარმოედგინათ პრეზენტაციიის სახით. გაკვეთილის დასაწყისში თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად მოსწავლეებმა შეასრულეს სავარჯიშო თანმიმდევრობით თითოეული მოსწავლისთვის. კლასმა მოიფიქრა და დაასახელა ერთი დადებითი თვისება, მოცემულმა დავალებამ განაპირობა მოსწავლეების აქტიური ჩართულობა, თითოეულ მათგანში საკუთარი თავის რწმენა და დაფასება სხვების მიერ. პრეზენტაციისას გამოყვეს ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ჩოხატაურის თეატრთან იყო დაკავშირებული.  ინტერპრეტაციისა და შემოქმედებითი უნარის განვითარების მიზნით განახორციელეს წინასწარ შერჩეული თემის (ოჯახი, სოციალური ქსელი, სკოლა,) შესაბამისი სიტუაცია. პრაქტიკულ სამუშაოს დამოუკიდებლად, ხალისით ასრულებდნენ.
13.                        9. 4. პიესის შერჩევა ჩატარდა მე-4 თავისუფალი გაკვეთილი, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა შეავსეს გერბის შაბლონი, სადაც მათ დაწერეს საკუთარი განწყობა, ჰობი და მომავალი პროფესია. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები გაეცნენ როგორ არჩევენ პიესებს, რას აქცევენ ყურადღებას პიესის შერჩევისას. გაანალიზეს დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან ცნობილი ნაწარმოებები,  თითოეულთან დაკავშირებით მოსწავლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უფრო იუმორისტული და საინტერესო იქნებოდა ნოდარ დუმბაძის მე, ბებია ილიკო და ილარიონი ნაწარმოების პერსონაჟების როლის მორგება.
14.                        10. 5. პიესის წაკითხვა/ განხილვა 29 მაისს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი-თეატრი სკოლაში, თემა იყო უკვე შერჩეული პიესის წაკითხვა/გაანალიზება. გაკვეთილი დაიწყო სახალისო სავარჯიშოთი მოსწავლეთაგან ერთი იყო ლიდერი, რომელიც კარნახობდა დანარჩენ მოსწავლეებს მოძრაობას. სავარჯიშომ პოზიტიურად განაწყო მოსწავლეები. მოსწავლეებმა შეძლეს მცირე ნაწყვეტების ინსცენირება, საინტერესო იყო მათ მიერ განხორციელებული როლები, როგორც თვითონ აღნიშნეს მოეწონათ როლზე მუშაობა, საერთო საქმის შესრულებისას როლებისა და ფუნქციების გადანაწილება. ტექსტის უკეთ გაგება-გააზრების და შემოქმედებით უნარების გამოვლენის მიზნით მოსწავლეებმა დიორამის მეშვეობით გააცოცხლეს ცალკეული ეპიზოდები. რითაც გამოავლინეს შემოქმედებითი და ტექსტის ინტერპრეტაციიის უნარი.
15.                        11. 6.როლებისა და ფუნქციების განაწილება
 31 ოქტომბერს ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი, რომლის თემა იყო როლებისა და ფუნქციების განაწილება. როლების განაწილებამდე მოსწავლეებს რომ გაეაზრებინათ შერჩეული პიესიდან როგორ მოხდებოდა თითოეული პერსონაჟის როლის განაწილება გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა დახატეს ადამიანები, თითოეული მათგანის ნამუშევარი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები შეკითხვაზე, რა აჯობებდა ყველა ნამუშევარი ზუსტად ერთნაირი ყოფილიყო თუ განსხვავებული. მოსწავლეებმა გაიხსენეს უკვე განხილული ნაწარმოები, გამოყვეს პერსონაჟები და მათთვის დამახასიათებელი თვისებები. სტრატეგია _ იდუმალი ყუთის საშუალებით გადანაწილდა როლები. ყუთში მოთავსებული იყო პერსონაჟი. თითოეული მონაწილე ასახელებდა ამ პერსონაჟისათვის დამახასიათებელ თვისებას, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები გამოიცნობდნენ მათთგან ვის ერგო მოცემული როლი. როლების გადანაწილების შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაწილეს ფუნქციებიც.
16.                        12. 7. სამაგიდო რეპეტიციები/როლური თამაშები. თავისუფალი გაკვეთილი დაიწყო სახალისო აქტივობით, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, მონაწილეები რამდენად სწორად გაიგებდნენ და განახორციელებდნენ მიცემულ ინსტრუქციას. ისინი ყურადრებით უსმენდნენ თამაშის ინსტრუქციას, შეიქმნა კეთილგანწყობილი გარემო. მონაწილეები დაიყო ნაწარმოების ეპიზოდების მიხედვით და მათ წაიკითხეს გადანაწილებული როლები. როლური თამაშით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს საკითხი. როლიდან გამოსვლის შემდეგ იმსჯელეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც როლში ყოფნისას მიიღეს.
17.                        13. შედეგი
ხელოვნების დარგების, თეატრის შესახებ მიიღეს უფრო მეტი ინფორმაცია
  შეექმნათ პოზიტიური დამოკიდებულება ხელოვნების ერთ- ერთი დარგის, თეატრის მიმართ.
  აქტიური მონაწილეობა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმა/დასაბუთება.



პროექტის აღწერა

1.პროექტის სახელი:    თეატრის როლი სკოლის ცხოვრებაში

2.
პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილეები ეცნობიან სპექტაკლის შინაარსს, სცენარს. იკვლევენ და სახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს სპექტაკლის განხორციელებისთვის, ინაწილებენ  ფუნქციებს (რეჟისურის, მხატვარ დეკორატორის, მუსიკალური გამორმებლის) ასევე მოიძიებენ და აგროვებენ მასალებს საქართველოში  არსებული თეატრების შესახებ, კერძოდ საქართველოში-თეატრის განვითარებაზე.
3.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან შერჩეული სპექტაკლის დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირის“ მიმდინარეობას , ჟანრს .
გააანალიზებენ თეატრის  როლს საკუთარ ცხოვრებაში. ეცნობიან თეატრალირ აფიშას. ჯგუფურად გეგმავენ ექსკურსიას თეატრში. ესწრებიან მათ მიერ შერჩეულ წარმოდგენას, ასევე მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას სხვადასხვა სპექტქკლებიდან. კონკრეტული სპექტაკლის მაგალითზე კი მსჯელობენ,  პარალელურად პრემიერამდე ახორციელებენ თეორიულ და პრაქტიკულ დავალებებს ჩანაწერების სახით,  არკვევენ;  როგორ აირეკლავს თეატრი ქვეყნის კულტურას, საზოგადოებრივ  ურთიერთობებს  და რა სირთულე თუ წარმატება ახლავს მას თან.
მოსწავლე ახასიათებს სხვადასხვა დრამატულ ჟანრებს( ტრაგედია,  კომედია, მელოდრამა, ვოდევილი)
მსჯელობს იმის შესახებ, როგორ ერწყმის ერთმანეთს , ხელოვნების სხვადასხვა დარგი თეატრში და განიხილავს თეატრთან დაკავშირებულ პრფესიებს .


მსჯელობს თეატრის იმ მუშაკებზე  და მათ როლზე თეატრში, რომლებიც თავად არ ჩანან სცენაზე( დეკორატორი, გრიმიორი,მკერავი,ჩამცმელი...)
·                      შეისწავლის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებს თეატრალურ ხელოვნებაში,
(განათება, მუსიკალური გაფორმება, სცენის ტექნიკური მოწყობა...)

4.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 16-17 წელი;
5.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ჩართულობა,პრობლემის დასმა და ფუნქციების გადანაწილება  (როლების გადანაწილება), პირობითი სამყაროს შექმნა, მოსმენის უნარი, სხვისი აზრის გაზიარება,  საკუთარი იდეის გამოხატულების თავისუფალი არჩევანი მაგ: რეჟისურა, კოსტიუმების ავტორი, დეკორაციის ავტორი,  გამნათებელი, მუსიკალურ გაფორმებასთან თანამშრომლობა,  ნახატებისა და ფოტო მასალის განთავსება ბლოგზე, დისკუსიები თეატრის შესახებ, შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია სკოლაში და განხილვა.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება საინტერესო მასალა
კონკრეტული სკოლის მოსწავლეების მიღწევებზეარჩეულ პროექტთან დაკავშირები  დაიდება ფოტო და ვიდეო მასალა,  დაიწერება რეცენზიები.
8.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები შეიტყობენ თუ რას ნიშნავს თეატრი მათ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება განხორციელდეს ის სკოლის სცენაზე . რა რესურსები  სჭირდება  თეატრს, რა ფუნქციები აკისრია მასში  მონაწილე ყველა მოქმედ პერსონას  .( ურთიერთთანამშრომლობის უნარი) და მიღწეული შედეგი.(დასასრულს, მოაგროვებენ უამრავ საინტერესო მასალას)

9.სამუშაო ენაქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  დაგეგმილ  პროექტს კავშირი აქვს ეროვნილ სასწავლო გეგმასთან.
 წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები- ხელოვნების ისტორიაში.  პროექტში ჩართვა შეუძლიათ: ისტორიის, ლიტერატურის ,ხელოვნების და მუსიკის  მასწავლებლებს. შესაძლებელია  ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან : (არ გვყავს)
12.პროექტის ხელმძღვანელი მზია სიხარულიძე.
(გუთურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

 დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები, აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს. 










Комментариев нет:

Отправить комментарий