სასწავლო პროექტი: “ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი კუთხის, ჩვენი
ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
პროექტის
მიზანი: შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია და მისი უდიდესი
ღვაწლი საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი.
პროექტის ჩატარების ხანგრძლივობა: 4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: ხელი შეეწყობა მოსწავლეთა ზნეობრივი ღირებულებების
ჩამოყალიბებას, შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას, განუვითარდებათ პრეზენტაციის
უნარი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, საჭირო
ლიტერატურის შეგროვება,სურათები, ფოტოაპარატი,სტენდი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა
1. ვესაუბრები ბავშვებს და ვაძლევ მითითებას, თუ როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ექვთიმე
თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
აქტიობა 2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
კლასები დაიყოფა ორ ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით:
I ჯგუფი-ვაძლევ
დავალებას მშობლების ან უფროსების დახმარებით მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია
ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
II-
ჯგუფი-ვაძლევ დავალებას ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და სოფლის ხანდაზმულ ადანიანებთან
გასაუბრებით მოიპოვონ ინფორმაციები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.
აქტივობა 3. მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციების დახარისხება
და ჯგუფების მიერ ზეპირი პრეზენტაციის წარმოდგენა.
აქტივობა 4. ექსკურსია ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმში, ექვთიმეს
ძეგლის ყვავილებით შემკობა, სურათების გადაღება.
პროექტის
მიმდინარეობის და ექსკურსიის ამსახველი ფოტო მასალის მიხედვით ვიდეოკოლაჟის გაკეთება.
აქტივობა 5. საკლასო ოთახში სტენდის მოწყობა.
აქტივობა 6. პროექტის შეფასება.
შეფასების კრიტერიუმი
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება
|
დამოუკიდებლად ახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და შეუძლია მისი დახარისხება.
|
შეუძლია ინფორმაციის მოპოვება, უჭირს დახარისხება
|
დამოუკიდებლად არ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება დახარისხება.
|
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია
|
ჩართულია ჯგუფის მუშაობაში ,კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან,
აკეთებს სათანადო დასკვნებს,შეუძლია პრეზენტაციის გაკეთება.
|
თანამშრომლობს ჯგუფთან, გამოაქვს სათანადო დასკვნები, მაგრამ უჭირს
პრეზენტაციის გაკეთება.
|
უჭირს ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა, პრეზენტაციის გაკეთება არ შეუძლია.
|
· სარგებელი სხვებისთვის: დაინტერესებული მოსწავლეები სხვა სკოლებიდან ან კლასებიდან გაეცნობიან ღირსეული ქართველის, სამშობლოს უანგარო მსახურის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ადრეულ პერიოდს, რომელიც მან გაატარა თავის მშობლიურ კუთხეში, გურიაში. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და შესაძლოა, მათ განაგრძონ კვლევა.
· მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები/, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან წმინდანად შერაცხული დიდი ქართველი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ბუკლეტს, სლაიდშოუს ექვთიმეს ბავშვობისა და სწავლის წლებთან დაკავშირებით, მიიღებენ ახალ ცოდნას, განავითარებენ კვლევის, ანალიზის, ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტაციის უნარს. შესაძლოა, მათ განაგრძონ კვლევა ექვთიმეს საინტერესო ცხოვრების სხვა ეპიზოდების შესწავლის მიზნით.
საგანთან კავშირი: საქართველოს ისტორია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.I. 2. მოსწავლე გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ
თემებზე.
ქართ..I .3. მოსწავლე იცავს მართმეტყველების ელემენტარულ წესებს.
პროექტის ხელმძღვანელი მზია სიხარულიძე.
სასწავლო პროექტი
მოსწავლეთა საკლასო კონფერენცია
,,საუბრები საინტერესო თემებზე“
პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეთა
უმრავლესობა თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტ-სივრცესთან ატარებს, ისინი ძირითადად
არასწორად მოიხმარენ მას. არადა, არსებობს უამრავი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია
იცოდნენ ახალგაზრდებმა, იმისთვის, რომ უფრო მეტად შეიმეცნონ საკუთარი კულტურა, ლიტერატურა,
ეროვნულობა და გახდნენ განათლებულები. უამრავი მწერალი, მხატვრობის ნიმუშები თუ პოეზიის
საგანძურები არსებობს, რომელთა სწავლება სასკოლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული,
მაგრამ მნიშვნელოვანია მათი ცოდნა. გამომდინარე
აქედან, მოსწავლეებთან დავგეგმე სასკოლო კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერ
თემაზე მუშაობას. ამისათვის მოსწავლეებს მიეცათ ერთი თვე. მათთვის სასურველი ინფორმაციის
მოძიებისა და დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემოდათ მათ მიერ არჩეული
თემის მეგობრებისთვის გაზიარებისათვის.
მიზანი:
მოსწავლეთა განათლებისა და წიგნიერების ამაღლების, კრიტიკული აზროვნებისა
და არგუმენტირებული მსჯელობის, საკუთარი ჩანაფიქრისადმი
შემოქმედებითად მიდგომის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების
განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები
ინტერნეტსივრცეში მოიპოვებენ საინტერესო ინფორმაციას, გაეცნობიან ამა თუ იმ მწერლებისა თუ ქვეყნების ისტორიებს,
შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას. მოსწავლეები დაამუშავებენ საკონფერენციო თემას და
გამართავენ კონფერენციას, განუვითარდებათ კონფერენციის მოწყობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა
ასაკი: 13-14 წელი.
პროექტის ჩატარების ხანგრძლივობა: ერთი თვე.
აქტივობები:
აქტივობა 1: მოსწავლეებს
ვესაუბრე და გავაცანი პროექტის მიზანი, პროექტის
მსვლელობის სავარაუდო ეტაპები და მოსალოდნელი შედეგი.
აქტივობა
II: მოსწავლეებისაგან, რომლებმაც გამოთქვეს ერთად მუშაობის სურვილი, ჩამოვაყალიბე
ჯგუფი, რომლის წევრებიც შეჯერდებიან შერჩეულ თემაზე და მოიპოვებენ ინფორმაციას. ხოლო
მათ, ვინც ინდივიდუალურად მუშაობის სურვილი გამოთქვეს, დახმარებასა და კონსულტაციებს
გავუწევ მე.
აქტივობა
III: მოტანილი ინფორმაციების შეგროვება, დახარისხება და დაჯგუფება. კონსულტაციის
გავლა სხვადასხვა საგნების მასწავლებლებთან და მოძიებული მასალის ქრონოლოგიურად დალაგება.
აქტივობა
IV: შეგროვებული ინფორმაციის გამთლიანება
და საკონფერენციო თემის მომზადება.
აქტივობა V: საკონფერენციო
თემის მოსწავლეებზე განაწილება, ფოტო მასალით სლაიდშოუს მომზადება.
აქტივობა VI: ტექსტზე მუშაობა, მოსაწვევების დამზადება და საკონფერენციო სივრცის მოწყობა.
აქტივობა
VII: კონფერენციის გამართვა.
მოსწავლეთა ჩართულობა:
მოსწავლეები აღნიშნულ პროექტში ხალისით ჩაერთვნენ,
მოიძიეს ინფორმაციები, გადაინაწილეს ფუნქციები, დაგეგმეს შესასრულებელი სამუშაოები,
მოიფიქრეს და შეთანხმდნენ საკონფერენციო სივრცის მოწყობაზე. შეისწავლეს სხვადასხვა
საკითხები, აქტუალური თმები.ტიპის ქართული არქიტექტურის ძეგლების გეგმები, მოსწავლეების აქტიურობა და ჩართულობა ჩემთვის დიდი
სტიმული იყო. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, მიზნის შესაბამის შედეგზე გავედით.
ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ს.გ.VIII.5. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სვხადასხვა სტრატეგიას.
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს
ესმის და შუძლია წარმოაჩინოს, რომ განათლება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის
საშუალება.
ს.გ.VIII.9. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.VIII.10. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ნიმუშები.
ს.გ.VIII.11. მოსწავლეს
შუძლია სხვადასხვა კონტექსში განიხილოს ესა თუ ის საკითხი.
სურათები:
Комментариев нет:
Отправить комментарий