მასწავლებლის პორტფოლიო
მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისადა ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი.
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაცდოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლადწარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროისგარკვეულ მონაკვეთში. დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლებისმეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალიმიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულსრამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარიშესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიოუპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულშესაძლებლობას გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს გამოყენებასწავლების პროცესში ახალი მიგნებაა, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ მისმნიშვნელობას. ნებისმიერ დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესოსაშუალებას დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდისმიღწევები და საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში.
გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესის ექვს ძირითად საფეხურს:
1. პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა;
2. მასალის შეგროვება;
3. შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება;
4. პორტფოლიოს გაფორმება;
5. პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება;
6. პორტფოლიოს წარდგენა/პრეზენტაცია - როგორც სამუშაო პროცესისდაგვირგვინება.
მაშასადამე, პორტფოლიოს აქვს შემდეგი ფუნქციები:
· ცოდნის დოკუმენტირება;
· მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა;
· თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირება;
· (თვით)ევალუაცია.
რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?
საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესნაწილს მასწავლებელთა პროფესიული მომზადება და განვითარება წარმოადგენს.სწორედ მასწავლებლის პორტფოლიო არის ის მნიშვნელოვანი იარაღი, რომლისწარმოება, ანალიზი და შეფასება დაეხმარება მას პროფესიული კომპეტენციისგანვითარებაში.
პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტიპროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა დაპროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროისგარკვეულ მონაკვეთში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, პორტფოლიო არის იმ თვალსაჩინო მასალის კრებული, რომელიც პედაგოგის საქმიანობის მზარდ ხარისხს უჩვენებს; იგულისხმებაპედაგოგიური ნიჭი, სწავლების სტილი და პროფესიული კომპეტენცია (ცოდნა დაუნარები). პორტფოლიო ინდივიდუალური დოკუმენტია.
რისთვის გვჭირდება მასწავლებლის პორტფოლიო?
კენეტ ვულფი, რომელიც ერთ-ერთი აღიარებული მკვლევარია პორტფოლიოებისგანათლებაში გამოყენების მიმართულებით, აღნიშნავს, რომ ეს მართლაც ჩინებულიპრაქტიკაა, რამდენადაც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მასწავლებლის სწავლებისმეთოდების ეფექტურობასა თუ მის მზარდ განვითარებას, მის ცოდნას, უნარებს,დამოკიდებულებებს, ქცევებს, რამდენად ადეკვატურია ის ჩვეულებრივ საკლასოგარემოში. პორტფოლიო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეშიდა ეხმარება მას, მოემზადოს სხვა ალტერნატიული შეფასების სტრატეგიებისთვის.
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენისსაუკეთესო საშუალებას, რომელიც არის
1. მასწავლებლის შეფასების და თვითშეფასების საშუალება და მისი პროფესიულიგანვითარების მაჩვენებელი – პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიისინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარმიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე;
2. მასწავლებლის ერთგვარი “სავიზიტო ბარათი” - პორტფოლიოს დახმარებით, დაინტერესებული მკითხველი ნათელ წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობისხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ. როგორც წესი, პორტფოლიოსმიმოიხილავენ მასწავლებლის დასაქმების, წახალისების ან კატეგორიის მინიჭებისგადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლისსაქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტია. ხშირად პორტფოლიოზედაყრდნობით ხდება მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის დამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება.
რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ აწარმოოს მასწავლებელმაპორტფოლიო
პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურიაპორტფოლიო, მით უფრო მაღალია მისი შეფასება.
აიღეთ საქაღალდე, რომელიც ამიერიდან თქვენი პორტფოლიოს ფუნქციასშეასრულებს. განსაზღვრეთ პორტფოლიოს თემა და მიზანი და დაიწყეთ რეფლექსიაოთხ შეკითხვაზე:
ა) ვინ გაეცნობა ჩემს პორტფოლიოს?
ბ) რა აინტერესებს ჩემი საქმიანობის შესახებ ჩემი პორტფოლიოს პოტენციურმკითხველს?
გ) რა მსურს გავაცნო მკითხველს?
დ) რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური მხარეების ჩვენებაპორტფოლიოში?
· კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი,ეთიკის კოდექსი და მათი დანიშნულება. ხელახლა გადახედეთ ამ დოკუმენტებს.დაფიქრდით და მონიშნეთ მუხლები, რომლებსაც ან განსაკუთრებული ხარისხით/წარმატებით ასრულებთ, ან იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე აქამდე ასრულებდით.
· მოიფიქრეთ, რა თვალსაჩინო მასალითაა შესაძლებელი თქვენი საქმიანობისეფექტურობის ან სრულყოფის ჩვენება. გადახედეთ პორტფოლიოში შესატანიდოკუმენტების/თვალსაჩინოებების ნუსხას. გადაწყვიტეთ, რა მასალას შეიტანთპორტფოლიოში და რა თანმიმდევრობით.
· დაიწყეთ მასალის შეგროვება. თითოეულ დოკუმენტს დაურთეთ მოკლე ფორმალურიაღწერა. მაგალითად: გაკვეთილის გეგმა, მოსწავლის ნამუშევარი, პედაგოგიური ესე,პედაგოგიური კვლევის ანგარიში, განხორციელებული ღონისძიებების, ჩატარებულიპროექტების გეგმები და სხვ.
· პორტფოლიოს შევსებისას გააკეთეთ სარჩევი, რომელიც მკითხველს გაუადვილებსმასალაში ორიენტაციას.
· ჩადეთ სარჩევი პორტფოლიოს დასაწყისში. მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზესაუბრისათვის. პორტფოლიოს მოშველიებით ხშირად იმართება ინდივიდუალურიგასაუბრებები მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლად.
· წარუდგინეთ დასრულებული პორტფოლიო დაინტერესებულ პირს.
რისგან შედგება მასწავლებლის პორტფოლიო?
მასწავლებლის პორტფოლიო უნდა შეიცავდეს იმ დოკუმენტებს/მასალას, რომელიცწარმოაჩენს მის პროფესიულ საქმიანობას.
უფრო ხშირად, პორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს მოიცავს:
1. მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (ე. წ. CV)
2. ყველა კლასისთვის წლიური სასწავლო კურსის პროგრამა/სილაბუსი, თემატურიერთეულის, სამოდელო გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების,ჩატარებული კვლევების ამსახველი მასალა, კერძოდ:
· თემატური ერთეულის, გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის, აღმზრდელობითი/შემოქმედებითი ღონისძიების გეგმა;
· გაკვეთილის (თემატური ერთეულის, კვლევის, პროექტის, ღონისძიების) ჩატარების ანგარიში;
· გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი (ტექსტი, პოსტერი, ფილმი დასხვ.); მისი მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი;
· გამოყენებული მეთოდის//სტრატეგიის მოკლე აღწერა, ანგარიში მისი ეფექტურობის შესახებ;
· გაკვეთილის (თემატური ერთეულის, პროექტის, ღონისძიების) მიმდინარეობის, კათედრის სხდომაზე, სემინარსა თუ კონფერენციაზეწარდგენილი პრეზენტაციიის ამსახველი მასალა;
3. მასწავლებლის მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ქსეროასლები.
4. კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები;
5. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალა(სერტიფიკატი, სილაბუსი/გეგმა/პროგრამა, ღონისძიების თქვენეული მოკლეშეფასება);
6. თვით მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგის, სემინარის/მრგვალი მაგიდის ამსახველი მასალა;
7. ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებული დაპრიზიორი მოსწავლეების სიგელების ასლები;
8. მოსწავლეების, მშობლების ან კოლეგების გამოხმაურება;
9. მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალა და ანალიზი - მოსწავლეთატესტირების ან შეფასების ამსახველი მასალა (გეგმა, ტესტირების/გამოცდის /კითხვარის ნიმუშები, შედეგების ანალიზი) და სხვა.
10. მენტორის სამუშაო გეგმა, ანგარიში და სხვ.
ცხადია, სავალდებულო არ არის, ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტის შეტანაპორტფოლიოში. მასწავლებელის პორტფოლიოში მხოლოდ ის აქტივობები უნდა იყოსდოკუმენტირებული, რომელსაც თავად ახორციელებს. შემდეგ სტატიებშიდაწვრილებით განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავაფორმოთ პორტფოლიოში შესატანითითოეული დოკუმენტი.
Комментариев нет:
Отправить комментарий