საგაკვეთილო მასალები



სასწავლო პროექტი (2019 წ. 3. 10 – 10. 10), ,,აკაკი და საქართველო’’ სასწავლო ექსკურსია სოფელ სხვიტორში (2019 წლის 10. 010).


პროექტის მთავარი იდეა: გავაცნო ბავშვებს აკაკი წერეთლის ბიოგრაფია და მისი შემოქმედებიდან პოეზიისა და პროზის საუკეთესო ნიმუშები.

პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაეცნობიან იმ ნაწარმოებებს, რომლებიც პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები, ექსკურსიაზე ქცევის წესები, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს.

პროექტის მიზნები: აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმის ნახვა, მეტი ინფორმაციის მოპოვება აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი:14–17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 

დაათვალიერებენ აკაკის სახლ–მუზეუმს, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს და მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, რვეული, საწერკალამი, ფოტოაპარატი.


 პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):


1. თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათი ინტერესების გათვალისწინებით. მოსწავლეები დავყავი 2 ჯგუფად და გავანაწილე დავალებები:

1 ჯგუფს მივეცი დავალება, ინტერნეტიდან მოიძიონ მეტი ინფორმაცია აკაკი წერეთლის ცხოვრების შესახებ.

2 ჯგუფს კი მივეცი დავალება, მოიძიონ აკაკის პოეზიიდან ლექსები, რომელთაც დაისწავლიან და პროექტის პრეზენტაციის დროს წარმოგვიდგენენ.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული


ქართული VII -XI. მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე.


 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს მოხსენებას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;


მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას.

 პროექტის ხელმძღვანელი: მზია სიხარულიძე

რეფლექსია


    პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით. მიზნად დასახული მქონდა, რომ მეშვიდემეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში შეესწავლათ აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეები თანმიმდევრობითა და დიდი ინტერესით ასრულებდნენ დავალებებს. ისწავლეს როგორც ჯგუფური, ასევე წყვილებში მუშაობა. ისინი თავად გახდნენ მკვლევარები, თავად იძიებდნენ სხვადასხვა დეტალებს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რითაც ხდებოდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის აღმომჩენები. ცოდნის მიღება სხვადასხვა აქტივობით მოსწავლეებისთვის აღარ იყო დამღლელი და მოსაწყენი. ვფიქრობ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა.

     მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობისას გადაამუშავეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ისინი აქცენტს აკეთებდნენ მათთვის საინტერესო თემატიკაზე, მოამზადეს მოხსენებები კონფერენციისთვის, შექმნეს კედლის გაზეთები, ასევე მასწავლებლის დახმარებით შექმნეს საინფორმაციო ბროშურა, გაეცვნენ მწერლის მათთვის უცნობ მოთხრობებსა და ლექსებს, ისწავლეს შეფასების რუბრიკების გამოყენება (ურთიერთშეფასება), დაეუფლნენ პრეზენტაციის უნარებს. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელეთ

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვუხსნიდი ყველა საჭირო ქმედების არსს და მნიშვნელობას. ისინი დიდი ინტერესითა და სწორი მიდგომით ასრულებდნენ დავალებებს, მთავაზობდნენ საკუთარ მოსაზრებებს, ასევე ვიკვლევდით მათთვის საინტერესო საკითხებს. პროექტის მონაწილეებმა სახალისო აქტივობების დახმარებით ისწავლეს, გაიგეს, ნახეს და დაეუფლნენ მათთვის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.


  პროექტის პრეზენტაციისას მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, შეძლეს საპრეზენტაციო უნარების გამოვლენა, დაძლიეს ღელვა და ბოლოს კმაყოფილები დარჩნენ. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები ერთმანეთს აფასებდნენ წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.


რაც შეეხება პროექტის შემაჯამებელ ნაწილს, - აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში ექსკურსიას, ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. გადაიღს ფოტოსურათები, მოახდინეს საკუთარი ცოდნის რეალიზება, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აღმოჩენები და შთაბეჭდილებები. იმერეთის მხარემ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმავე დღეს ასევე მოვინახულეთ კაცხის სვეტიც.


საბოლოოდ აღვნიშნავ, რომ გამოიკვეთა მოსწავლეებისა და მშობლების დიდი ინტერესი სასწავლო პროექტების მიმართ. სწავლა მათთვის სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით საინტერესო აღმოჩნდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე კითხვარის შევსებისას გამოთქვეს ახალი პროექტების ჩატარების სურვილი.











„ ხევისბერ გოჩაში ’“ ყველა მთავარი პერსონაჟი თემის ცხოვრების წესისა და მისი ზნე- ჩვეულების ერთგულია.მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი თავისებურად არღვევს თემის კანონს ამ პერსონაჟთა ტრაგიკულობასაც სწორედ ეს განაპირობებს“
•იმსჯელეთ რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოცემულ თვალსაზრისს,ამოირჩიეთ ერთ-ერთი პერსონაჟი და არგუმენტები მოიხმეთ ნაწარმოებიდან. •იმსჯელეთ ამ ნაწარმოების მხატვრული ღირებულების შესახებ.
•ჩამოაყალიბეთ თქვენი პიროვნული პოზიცია მოთხრობაში წამოჭრილი პრობლემის მიმართ (მსჯელობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნაწარმოების,ფაქტის ფილმია ან სპექტაკლის,ცხოვრებისეული გამოცდილება.

“გრძნობა და მოვალეობა“

ავთანდილი: “გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან,
რა გული წავა, წავა და ისინიც მისკენ მიდიან“.
სულხან საბა - ცოდვის სიტკბო.
ადამიანი გაზეთის სვეტში - ოთარ ჭილაძე




Комментариев нет:

Отправить комментарий