ჩემი პროექტი.


პროექტის  სახელწოდება
გალაკტიონ ტაბიძე და ქართველი სიმბოლისტები
პროექტის მთავარი იდეა.(თემა)
სიმბოლიზმი _ როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა. გალაკტიონის სიმბოლისტური ლექსების გააზრება.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერატურულ მიმდინარეობას ,,სიმბოლიზმი“, პარალელს გაავლებენ  მსოფლიო  და ქარულ სიმბოლისტურ მიმდინარეობას შორის, შეისწავლიან ქართველი სიმბოლისტების შემოქმედებას
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ძიების,  მოკვლევის, ანალიზის უნარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. პრეზენტაციის გაკეთების სწავლას.
მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი
ვადები,ხანგრძლივობა
7-10 დღე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, გაეცნობიან სხვადასხვა არასაპროგრამო ლიტერატურას, შეიძენენ მათთვის საჭირო ინფორმაციის ინტერნეტით მოძიების უნარს, მოძიებული ინფორმაციის დახარისხების ჩვევას. დაიგემოვნებენ გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, პაოლო იაშვილის პოეზიას, ხიბლს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
 გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის , ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, პაოლო იაშვილის და სხვათა ტექსტების კრებულები,კომპიუტერი,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
კლასს გავყოფ ორ მთავარ ჯგუფად,  ორივე ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია და საფუძვლიანად გაითავისონ სიმბოლიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის არსი.
ერთ ჯგუფს დავალებად მივცემ მოიძიონ და გაეცნონ ქართველ და ევროპელ სიმბოლისტ პოეტთა შემოქმედებას, იმსჯელონ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
მეორე ჯგუფს კი დავავალებ, რომ განიხილონ გალაკტიონ ტაბიძის სიმბოლისტური ლექსები და იმსჯელონ გალაკტიონის ქართველ სიმბოლისტებთან შემოქმედებით ურთიერთობაზე
საგნებთან ,საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
ხელოვნების ისტორია, რუსული და ინგლისური ენა და ლიტერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი
მზია სიხარულიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
mziasixarulidze@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий