რესურსი



რესურსის  სახელწოდება:    ,,შეამოწმე შენი ცოდნა“
კლასი:  მაღალი საფეხური.
საგანი :    ქართული
მასწავლებელი:   მზია სიხარულიძე    
თარიღი: 22.11.2018
  რესურსის  დამზადების     ინსტრუქცია
 რესურსის დასამზადებლად გამოვიყენე ცოდნა, რომელიც მომცა ტრენინგმა სახელწოდებით ,, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში„   წინასწარ მოვიძიე საჭირო ეფექტები, სურათები და ავაწყვე საინტერესო რესურსი, რესურსში გამოვიყენე გრიგოლ ხანძთელის პერიოდში აშენებული ეკლესია-მონასტრების ფოტომასალა.
რეფლექსია
  რესურსის გამოყენება
    თვალსაჩინო მასალის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა საფეხურზე. ვიზუალური მასალის  გამოყენებით მოსწავლეები უფრო კარგად  აღიქვამენ, იმახსოვრებენ  და განიმტკიცებენ ცოდნას. ჩემ მიერ შექმნილი რესურსის მიხედვით მოსწავლე მიაწკაპებს წარმოდგენილი სურათიდან ერთ-ერთს, შემდეგ მოუძებნის შესაფერის სახელს. მცდარი პასუხის შემთხვევაში პასუხი წითლდება, სისწორის შემთხვევში კი ეკლესიის სახელწოდებასთან ერთად ჩამოიშლება მისი აგების თარიღი და მოკლე ისტორიული მიმოხილვა. რესურსის ეფექტურობით მეტად კმაყოფილი დავრჩი. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავს რესურსებს თვითონაც შექმნიდნენ. ეს მათთვის რაღაც ახალი და მეტად სახალისო იყო. გაკვეთილზე გაიზარდა ჩართულობის მოტივაცია. დავრწმუნდი, რომ მოსწავლეები ეფექტურად და ხარისხიანად ეუფლებიან ახალ ცოდნას საინტერესო რესურსებისა თუ თვალსაჩინოების გამოყენებით.      
       აღნიშნული რესურსი შევადგინე ესგ-ის   X-XI, XII კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტიდან.                                                    
მიმართულება:  ცოდნაზე დაფუძნებული ვიზუალური აღქმისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება.
მოკლევადიანი მიზანი:
მოსწავლეს  შეუძლია ვიზუალური დათვალიერებით გამოიცნოს რა არის მოცემული ეკლესიის სახელწოდება, დააზუსტოს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა.  ილუსტრაციას შეუსაბამოს სწორი სახელი.
 გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლე იმახსოვრებს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპოქაში შექმნილი ისტორიული ძეგლების სახელებს, მოკლე ისტორიულ მიმოხილვასთან ერთად.
  მიზნებიდან გამომდინარე, რესურსი გამოვიყენე  საგაკვეთილო პროცესში “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის“ შესახებ ტექსტის სწავლებისას.  ჩემ მიერ შექმნილი რეურსის გამოყენება შეუძლია ისტორიის, გეოგრაფიისა და ხელოვნების მასწავლებლებს.
 რესურსის გამოყენების პროცესში  პრობლემები არ შექმნილა, პირიქით მისი გამოყენების დროს დავინახე მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მოტივირება. მრავალფუნქციური და მრავალჯერადი რესურსის  გამოყენებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მრავალფეროვანი თვალსაჩინოება უზრუნველყოფს  სასწავლო მასალის უკეთ ათვისებას.


 

რესურსის  სახელწოდება:    ტესტები “ჩემი ცოდნა  XIX საუკუნის ქართულ მწერლობაზე“
კლასი:  მაღალი საფეხური.
საგანი :    ქართული
მასწავლებელი:   მზია სიხარულიძე    
თარიღი: 22. 03.2018
  რესურსის  დამზადების     ინსტრუქცია
 რესურსის დასამზადებლად გამოვიყენე ცოდნა, რომელიც მომცა ტრენინგმა სახელწოდებით ,, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში„   წინასწარ მოვამზადე კითხვები, რომლებიც განვათავზე ე.წ.  “ვის უნდა ოციათასის“ ფორმატში.
რეფლექსია
  რესურსის გამოყენება
    თვალსაჩინო მასალის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა საფეხურზე. ვიზუალური მასალის  გამოყენებით მოსწავლეები უფრო კარგად  აღიქვამენ, იმახსოვრებენ  და განიმტკიცებენ ცოდნას. ჩემ მიერ შექმნილი რესურსის მიხედვით მოსწავლე მიაწკაპებს წარმოდგენილი სურათიდან ერთ-ერთს, შემდეგ აირჩევს მისთვის სასურველ პასუხს,  მცდარი პასუხის შემთხვევაში პასუხი წითლდება. მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე იგებს მიღებული ქულების რაოდენობას. პარალელურად, მასწავლებელიც იგებს მოსწავლის შეფასებას. წარმოდგენილი რესურსი მოსწავლეებისათვის ახალი და მეტად სახალისო იყო. გაკვეთილზე გაიზარდა ჩართულობის მოტივაცია. დავრწმუნდი, რომ მოსწავლეები ეფექტურად და ხარისხიანად ეუფლებიან ახალ ცოდნას საინტერესო რესურსებისა თუ თვალსაჩინოების გამოყენებით.      
       აღნიშნული რესურსი შევადგინე ესგ-ის   X-XI, XII კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტიდან.                                                   
მიმართულება:  ცოდნაზე დაფუძნებული ვიზუალური აღქმისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება.
რესურსის უპირატესობა არის ის, რომ ის შემსწავლელ ხასიათს ატარებს. მოსწავლეებს არ ეზარებათ მისი შესრულება. პირველი იმიტომ, რომ არ არის მომქანცველი, მეორე კი ის, რომ მოსწავლეებს უყვართ კომპიუტერთან მუშაობა.
 რესურსის გამოყენების პროცესში  პრობლემები არ შექმნილა, პირიქით მისი გამოყენების დროს დავინახე მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მოტივირება. მრავალფუნქციური და მრავალჯერადი რესურსის  გამოყენებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მრავალფეროვანი თვალსაჩინოება უზრუნველყოფს  სასწავლო მასალის უკეთ ათვისებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий