გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გაკვეთილის თემა: ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი?!“
მოსწავლეთა რაოდენობა: კლასში არის 8 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის აქტუალობა კლასისთვის:
1. მოსწავლეები ამ გაკვეთილიდან გაიგებენ ი.ჭავჭავაძის შემოქმედების ერთ-ერთ მიმართულებაზე რასაც ქვია ,,მართლის თქმის პრინციპი“.რა მიზანს ისახავს ი.ჭავჭავაძე, როგორც საქართველოს ბედზე დაფიქრებული და მოამაგე მწერალი, იმ გარემოსა და ვითარების აღწერით, რაც ამ ნაწარმოებში არის გადმოცემული.
2. მოსწავლეები გაიგებენ რა არის სატირული ჟანრი,გაიგებენ რა არის ეპიგრაფი და რა არის მისი დანიშნულება.
გაკვეთილის აქტუალობა სსსმ მოსწავლისთვის:
,,მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო“.-- სსსმ მოსწავლე გაიგებს,რას ნიშნავს სიმართლის თქმა. რა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სიმართლე- სინამდვილის სწორად, შეულამაზებლად დანახვაა.რომელიც მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს ადამიანისთვის. ის წამალივითაა, რომელიც მწარეა,მაგრამ „მოგარჩენს“.
მისაღწევი მიზნები ესგ-დან კლასისთვის:
XI.1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
XI.2.მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
xI.4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება
საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
მოდიფიცირებული მიზანი სსსმ მოსწავლისათვის
მოსწავლეს შეუძლია აუდიტორიას მარტივი სიტყვებით გადმოსცეს პერსონაჯების შესახებ. დაახასიათოს ისინი თვისებებისა და ფიზიკური მონაცემების მიხედვით. წარმოადგინოს ვენის დიაგრამით პრეზენტაცია,(რომელიც არის წინასწარ გამზადებული მასწავლებლის მიერ).ისაუბროს მსგავსებაზე და განსხვავებებზე.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები კლასისთვის
· ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.)
· წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით(შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს.
· მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს,პრობლემების განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
· საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით,ტერმინებით,ფრაზებით,რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს.ა. შ.)
· გამოაქ დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება- განსხვავებას.
· ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას
მოიპოვებს დამხმარე(მაგ.ვიზუალურ ) მასალას საპრეზენტაციოდ:
· ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ.თვალის გადავლების,ხელახალი წაკითხვის,ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვა.) გამოყენებით.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლისთვის
მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციებით გამოიცნოს ნანახი პერსონაჟები სქესის, ფორმისა და ზომის მიხედვით, ისაუბროს მსგავსება- განსხვავებებზე. სსსმ.მოსწავლე მომავალშიც შეძლებს განასხვაოს და დაახასიათოს პირადი ცხოვრებიდან თითოეული ადამიანი. გამოიმუშაოს მსგავსება- განსხვავებისა და პერსონაჟთა დახასიათების უნარი.
წინარე ცოდნა კლასის
მოსწავლეებმა იციან ლიტერატურული მიმდინარეობა,კრიტიკული რეალიზმი, რომლის წარმომადგენელია ილია ჭავჭავაძე. ასე ზოგადად ფლობენ ინფორმაციას იმდროინდელი ეპოქის შეასხებ,რა ვითარება სუფევდა საქართველოში. ასევე მოსწავლეებმა იციან მხატვრული ხერხები: სატირა, ირონია, სარკაზმი,ეპიგრაფი...
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლის
შეუძლუია ეპიგრაფის,ტექსტის წინ წამძღვანებული ფრაზის, ანდაზის ამოცნობა... შეუძლია ამოიცნოს ილია ჭავჭავაძის პორტრეტი სხვა მწერლების
პორტრეტებისგან. იცის რომ ის არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
კლასის ორგანიზების ფორმები:
ინდივიდუალური მუშაობა.
წყვილში მუშაობა.
მთელ კლასთან მუშაობა.
გამოყენებული რესურსი
სახელმძღვანელო,ილუსტრაციები,
კომპიუტერი,თაბახის ფურცლები,ფლომასტერები.ფლიტჩატი.
გამოყენებული სტრატეგიები
კეთებით სწავლება-სქემის და დიაგრამების შედგენა, პერსონაჟთა შედარებითი დახასიათებისათვის
.
შეფასების ტიპები
განმავითარებელი,განმსაზღვრელი.
შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლეს ვაფასებთ შეფასების სქემის მიხედვით (შეფასების სქემა თან ერთვის მასალები).
2.სსსმ მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
გაკვეთილის მსვლელობა:
1აქტივობა
საორგანიზაციო საკითხი.(2 წთ.)
1.მასწავლებელი შემოდის კლასში, ესალმება მოსწავლეებს, კითხულობს სიას, აკეთებს ჩანაწერებს ჟურნალში.
სსსმ მოსწავლე
სიტყვიერად აფიქსირებს მის ყოფნას კლასში გაკვეთილზე.
გამოწვევის ფაზა (4 წთ.)
2 აქტივობა
საშინაო დავალების შემოწმება.
მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ სატირისა და იუმორის მაგალითების მოძიება მხატვრულ ლიტერატურაში.
მასწავლებელი მოსწავლერებს სთხოვს მოემზადონ საშინაო დავალების პრეზენტაციისთვის,მასწავლებელი ირჩევს ერთ მოსწავლეს,რათა გააკეთოს პრეზენტაცია და დანარჩენებს სთხოვს შენიშვნები შეიტანონ და შემდგომ გამოთქვან განსხვავებული აზრი.
სსსმ. მოსწავლე:
მოსწავლისგან მასწავლებელი ითხოვს ილიას ჭავჭავაძის პორტრეტის პრეზენტაციას, რომელიც მან მშობლის დახმარებით მოიძია.
3 აქტივობა (4წთ)
განვლილი მასალის გამოკითხვა.
მასწავლებელი კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკითხავს განვლილ მასალას:
1. რა არის ირონია?
2. რა არის სატირა?
3. რა მიზნით იყენებს მას ავტორი?
4. რამდენად ხშირად გვხვდება ის მხატვრულ ლიტერატურაში?
5. გაიხსენეთ ილიას შემოქმედებიდან სატირისა და ირონიის მაგალითები.
4 აქტივობა (10წთ)
ახალი მასალის ახსნისთვის შემზადება
.მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ყურადრებას და ემზადება ახალი მასალისთვის. ახალი მასალის თემაა
„კაცია-ადამიანი?!“. მსჯელობენ თუ რაზე შეიძლება იყოს ტექსტში საუბარი.მასწავლებელი სვამს შემდეგ სააზროვნო კითხვებს:
1.როგორ გესმით რას ნიშნავს „კაცია- ადამიანი?!“
2.როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა ადამიანის გარეგნობაში მისი ხასიათიც ჩანდეს?
3.პირველი თავი ამ სიტყვებით იწყება „კარგი“ რამ იყო თავად ლუარსაბ თათქარიძის სახლ -კარი...“
რა მნიშვნელობით არის აქ სიტყვა ,, კარგი „ გამოყენებული ?
4. მწერალმა ჯერ ლუარსაბის სახლ-კარი აღწერა, შემდეგ გარეგნობა და ბოლოს აამეტყველა კიდეც. როგორ ადამიანად წარმოგიდგებათ ყოველივე ამის შემდეგ ლუარსაბი?
5. როგორ ზრუნავს მამულზე და ყმების მოვლა-პატრონობაზე ?
6. როგორ აფასებს ავტორი თავის
პერსონაჯების ცხოვრებას ?
7. როგორ აფასებთ ლუარსაბის და დარეჯანის ცხოვრებას თქვენ მოცემული ეპიზოდის მიხედვით?
სსსმ მოსწავლე მასწავლებლის წინასწარ მომზადებულ სურათებზე გამოსახულია პერსონაჟები, ლუარსაბი და დარეჯანი.მოსწავლე არჩევს მათ თავისი შეხედულების, ფორმის სქესისა და ზომის მიხედვით.
სიღრმისეული წვდომის ფაზა
5აქტივობა (წყვილებში მუშაობა 10 წთ.)
ახალი მასალის ახსნა
მასწავლებელი ხსნის ახალ გაკვეთილს, მოკლედ უყვება ტექსტის 1-2 თავის შინაარსს,ახასიათებს პერსონაჟებს და კლასს აძლევს საკლასო სამუშაოს წყვილებში.ამოიწერონ ტექსტიდან ირონიის ამსახველი მაგალითები.
1. „ამ მშვენიერ სახლში ქართველი კაცი ცხოვრობდა“.
2. „აქ ცხოვრობდა ტკბილად და აუმღვრევლად თავადი ლუარსაბ თათქარიზე.“
3.“დარბაისელი კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებას.“
4.“ სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა ჰქონდა.“
5.“ მართალი ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება“
6.“მისი ბრწყინვალება თავის თავზე ხედავდა ბრწყინვალე გონიერებით.“
სსსმ. მოსწავლე : მოსწავლეს მეწყვილის ნამუშევარი გადააქვს კოპირებით ფორმატზე.
6. აქტივობა (პრეზენტაცია (5 წთ.)
ახალი მასალის განმტკიცება
წყვილის თითოეული მოსწავლე წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს.
მასწავლებელი კედელზე აკრავს 2 ფლიქჩარტს „გმირის რუკა“, სადაც ერთ დიაგრამაში წერია „ლუარსაბი“, ხოლო მეორეში „დარეჯანი“.(იხ....) მოსწავლეები ახასიათებენ პერსონაჟებს და მასწავლებელი ავსებს დიაგრამას.
სსსმ მოსწავლე
მოსწავლე ყურადღებით იხაზავს დიაგრამას რვეულში და იწერს პერსონაჟთა დახასიათებას.
რეფლექსიის ფაზა
7. აქტივობა (5წთ)
შეჯამება
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმსჯელონ მთავარი გმირის
თვისებებზე, ჩამოაყალიბონ როგორი თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს ზოგადად ვაჟკაცი.
სსსმ მოსწავლე ახასიათებს ლუარსაბს და დარეჯანს, გვიხსნის როგორია ლუარსაბი და დარეჯანი, მისი შეფასებით.
7. აქტივობა(3 წთ.)
შეფასება.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს ყოველი აქტივობის მიხედვით. შეფასებისას ხაზს უსვამს კლასში თანამშრომლობის წესების დაცვას. აძლევს მაღალ შეფასებას რომელიც აქტიურად მონაწილეობდა გაკვეთილის მსვლელობაში.,,წყვილებში მუშაობისას“ აფასებს იმ წყვილს, რომლებიც მუშაობის დროს ერთმანეთთან თანამშრომლობდა. აფასებს საუკეთესო პრეზენტატორს. მოსწავლეებს ინდივიდუალურად აფასებს და გამოარჩევს საუკეთესოს.
სსსმ მოსწავლე: მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს უფასებს მის ლამაზ ხელწერას. თუ რა კარგად დაახასიათა ლუარსაბი და დარეჯანი და რა მსგავსება იპოვა მათში.
8 აქტივობა.(5 წთ)
საშინაო დავალების მიცემა.
მასწავლებელი სახლში აძლევს მოსწავლეებს წაიკითხონ მომდევნო თავები, რომლის შემდეგ კითხვაზე პასუხები რვეულში უნდა მოინიშნონ და მოემზადონ მომავალი გაკვეთილისთვის.
.სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს წინასწარ გამზადებულ ლუარსაბის და დარეჯანის სურათებს გასაფერადებლად.
შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების სქემა ზეპირმეტყველებაში.

პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს დროის ლიმიტს.
|
0-1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს(მოსაზრება,არგუმენტი,
დასკვნა).
|
0-1
|
კომუნიკაციური უნარ- ჩვევები
|
|
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანმიმდევრულად
ავითარებს მას.
|
0-1-2
|
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები.
|
0-1-2
|
გამოაქვს ადეკვატურიდასკვნები.
|
0-1
|
ენობრივი უნარ- ჩვევები
|
|
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ
არავერბალურ საშუალებებს (მაგ.ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის
სხვადასხვა დონეს).
|
0-1
|
იყენებს მსჯელობითი თეხსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-
გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს,
გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა. შ.)
|
0-1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
|
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები,
მაგალითები.
|
0-1
|
ქულათა მაქსიმალური
რაოდენობაა 10.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий