გაკვეთილის რეფლექსია


  „ ხევისბერ გოჩაში ’“ ყველა მთავარი პერსონაჟი თემის ცხოვრების წესისა და მისი ზნე- ჩვეულების ერთგულია.მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი თავისებურად არღვევს თემის კანონს ამ პერსონაჟთა ტრაგიკულობასაც სწორედ ეს განაპირობებს“
•იმსჯელეთ რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოცემულ თვალსაზრისს,ამოირჩიეთ ერთ-ერთი პერსონაჟი და არგუმენტები მოიხმეთ ნაწარმოებიდან. •იმსჯელეთ ამ ნაწარმოების მხატვრული ღირებულების შესახებ.
•ჩამოაყალიბეთ თქვენი პიროვნული პოზიცია მოთხრობაში წამოჭრილი პრობლემის მიმართ (მსჯელობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნაწარმოების,ფაქტის ფილმია ან სპექტაკლის,ცხოვრებისეული გამოცდილება.

“გრძნობა და მოვალეობა“

ავთანდილი: “გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან,
რა გული წავა, წავა და ისინიც მისკენ მიდიან“.
სულხან საბა - ცოდვის სიტკბო.
ადამიანი გაზეთის სვეტში - ოთარ ჭილაძე
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

2019 წლის 7 06-ს მეშვიდე კლასში ქართულ ენაში ჩავატარე  პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო  გაკვეთილი. თემა გახლდათ რევაზ ინანიშვილის “ჩიტების გამომზამთრებელი“.                                                                                                                                                                          
   გაკვეთილის მიზანი იყო მხატვრული ნაწარმოების გაგება-გააზრება,  მასში  დასმული პრობლემის გამოკვეთა, მისი ანალიზისა და  მოგვარების გზების დასახვა, არგუმენტირებული მსჯელობისა და პერსონაჟის ქცევის მოტივების განსაზღვრის უნარების გამომუშავება. მოსაზრებების გამოთქმის, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი მსჯელობისა და  პრეზენტაციის  უნარების განვითარება.
 მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.  მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემის, აზრთა გაზიარების და თანამშრომლობითი გარემო.
   გაკვეთილის დაწყებისთანავე აუდიტორიას გავაცანი თემა და შეფასების რუბრიკები. მუშაობა ძირითადად წყვილებში წარვმართე. მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით. წყვილები მუშაობდნენ შეთანხმებულად.  ვიცავდი დროის ლიმიტს. ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავითარებელ შეფასებას. ვიყავი ფასილიტატორი, ეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებს, ვახალისებდი კარგი კითხვა-პასუხის ავტორს, ვაძლევდი მათ აქტიურად მოქმედების და მუშაობის შესაძლებლობას. 
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სსსმ მოსწავლე. მუშაობდა თავის მეწყვილესთან უსმენდა, იზიარებდა მის მოსაზრებას და აყალიბებდა საკუთარსაც.
ჩემ მიერ დაგეგმილი აქტივობებიდან ყველაზე საინტერესო და სახალისო ბავშვებისთვის აღმოჩნდა სქემაზე მუშაობა. მათ გაითავისეს საკუთარი პასუხისმგებლობა პრეზენტაციის წარმატებულად წარმოდგენისთვის და სამუშაოს განსაკუთრებული სერიოზულობით მიუდგნენ. სახალისო იყო ასევე პერსონაჟებისთვის საკუთარი რჩევების მიცემის პროცესიც.
     აქვე  მინდა აღვნიშნო, რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული აქტივობებით, გამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას  და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება. გაკვეთილი  ჩატარდა ისე, როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული.
     გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს ერთმანეთი. აღნიშნეს ისიც, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და ხალისიანი.
     გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვის დროს, კერძოდ, ნაკლებად აქტიურ მოსწავლეს მეტი დრო უნდა დავუთმო.


სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 12.06.2019
მასწავლებელი: მზია სიხარულიძე
კლასი: მეთერთმეტე
ტიპი: სამოდელო
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის თემა: ალექსანდრე ყაზბეგი “ხევისბერი გოჩა“.
დრო: 45 წთ.
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად - ნაწარმოებში არსებული პრობლემის სინთეზი. ასაკთან ერთად ეს სირთულე იოლად დაიძლევა. ამ კუთხით ასაკობრივ განვითარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ გაკვეთილებს.
მაღალ საფეხურზე აუცილებელია უნდა დაინერგოს ისეთი აქტივობები, რომლებიც გაზრდის მოსწავლის შინაგან მოტივაციას, რაც თავის მხრივ მოსწავლეში გაზრდის ქმედითუნარიანობას და ხელს შეუწყობს ინტერესით სწავლას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკში ისწავლონ დისკუსია, სხვისი აზრის პატივისცემა და საკუთარი თავისუფლება აზრის გამოთქმისას. თავისუფალი ზრი  ხომ უნიკალური გონებრივი რესურსია, რომელიც ხელს უწყობს  შემოქმედებითი ადამიანის ჩამოყალიბებს.
 კრიტიკულ აზროვნებას დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, საკმაო აქტუალურობა აქვს. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ბოლო ვერსიის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მასწავლებელი გაკვეთილის დაგეგმვისას ითვალისწინებდეს მოსწავლეებში მსჯელობის, ანალიზის, პრობლემის გამოკვეთისა და მისი გადაჭრის გზების სწავლებას.  სწორედ ზემოდ ჩამოთვლილმა მოთხოვნებმა და საჭიროებებმა განაპირობა ჩემს მიერ პრობლემაზე ორიენტირებული  სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება.

რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
გაკვეთილი საინტრესო გამოვიდა, ხელი შეუწყო კოლეგების პროფესიულ განვითარებას. ჩატარებული გაკვეთილიდან ზოგიერთი ელემენტის გათვალისწინება და გამოყენება შესაძლებელია არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, არამედ  აღნიშნული გაკვეთილი მცირე მოდიფიცირებით ჩეუძლია ჩაატაროს ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა, რადგან პრობლემის აღმოჩენა, მისი გადაჭრის გზების მოძიება და პრეზენტაციის გაკეთება ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი. გაკვეთილის ჩატარების შემდგომ შეხვედრაზე კოლეგების მიერ მოცემულ უკუკავშრზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ გაკვეთილზე მათ შეეცვალათ სტერეოტიპული დამოკიდებულება, გაკვეთილზე კამათის დროს ხმაურისა და არეულობის გამოწვევის  მიმართ, აღნიშნეს, რომ:
          დისკუსია, კამათი და პრეზენტაცია ძალიან ეფექტურად იყო გამოყენებული გაკვეთილის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე - გაკვეთილის ახსნისას, განვლილი მასალის შეჯამებისას, დავალების მიცემისას, შესრულებული სამუშაოს/ შედეგების დემონსტრირებისას;
          მოამზადებენ და გამოიყენებენ ისეთ რესურსებს, როგორიცაა საპრეზენტაციო ფაილი, ვიდეოფაილი;
           შესაძლებელია ნებისმიერი საგნის  გაკვეთილისთვის ვიზუალური მასალის მოძიება, თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
          აუცილებლად დაგეგმავენ და ჩაატარებენ პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს;
როგორც დიმიტრი უზნაძე ამბობდა,  აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც ერთხელ მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციაში. აღნიშნული ტიპის გაკვეთილმა ასწავლა მოსწავლეებს ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, გაამთლიანონ ცოდნა და მომავალში შეძლონ შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა/ტრანსფერი.  ტრანსფერი არ ხდება თავისთავად, მას სჭირდება სწავლების სპეციალურად დაგემვა.
იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
გაკვეთილის მიზანი სრულად იქნა მიღწეული (მიზანი იხილეთ გაკვეთილის გეგმაში), მოსწავლეთა ნამუშევრებიდან გამოჩნდა, რომ მათ სწორად გაიზრეს პრობლემა, მისი მნიშვნელობა, შეძლეს პრობლემის გათავისება და  შედეგების სადემონსტრაციოდ შექმნეს სხვადასხვა არგუმენტებით გამდიდრებული პრეზენტაცია, გაკვეთილზე მიცემულ წერით დავალებასაც  კარგად გაართვეს თავი. კერძოდ, შეძლეს  ტექსტში (ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა“)მოცემული ინფორმაციის  გააზრება, მისი დაკავშირება სხვადასხვა მწერლის შემოქმედებასთან, პრობლემის ანალიზისა და მისი გადაჭრის გზების მოძიება. 
საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, გაკვეთლზე გამოყენებულმა მეთოდებმა და სტრატეგიებმა დადებითი ზეგავლენა იქონია მოსწავლეების ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, აღსანიშნავია, რომ კლასი გამოირჩევა შდარებით სუსტი აკადემიური მოსწრებით.
ჩემს მიერ დაგეგმილი გაკვეთილი გამომდინარეობდა ესგ-ს საგნობრივი სტანდარტიდან და ხელს უწყობდა მასში დასახული შედეგების მიღწევას.

რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
ამ გაკვეთლის ჩატარებით ჩემი და კოლეგების პრაქტიკაში უკეთესობისაკენ შეიცვალა პედაგოგიური ოსტატობა, გავხდით უფრო თავდაჯერებულები, გაგვიმყარდა რწმენა იმისა, რომ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარებაში დაუძლეველი არაფერია და შევძლებთ პერიოდულად მსგავსი გაკვეთილების დაგეგმვას და ჩატარებას დიდი ხალისითა და ინტერესით.

სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ, ჩატარებული გაკვეთილი?
 ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია მოზარდის გონებრივ შესაძლებლობებზე მისადაგებული ისეთი აქტივობები, რაც ზრდის მოსწავლეთა შინაგან  მოტივაციას, მაღალი შინაგანი მოტივაცია კი თავის მხრივ, მოსწავლეში ზრდის ქმედითუნარიანობას და ხელს უწყობს წარმატებულ სწავლას. გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები - ვიზუალიზება, ანუ სხვადასხვა ტიპის, მაგალითად ვიდეო მასალის გამოყენება, უშუალო გამოცდილება, - და სხვადასხვა წარმოსახვითი აქტივობები მოსწავლეს უყალიბებს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, და განვახორცილე გეგმის მიხედვით, არ გამხდარა საჭირო მოდიფიცირება. გამომდინარე აქედან ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე კარგი მეთოდი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში არის როცა მოსწავლეებს ეძლევათ თავისუფალი აზროვნების საშუალება, არა წინასწარ დაგეგმილი კითხვებით, არამედ ცოცხალი, იქვე, გაკვეთილზე გაჩენილი კითხვების საშუალებით კამათისა თუ დისკუსიის წარმართვა. ამიტომ მგონია, რომ გაკვეთილი წარმატებული სწორედ იმ ეტაპზე იყო, როცა მოსწავლეები ერთმანეთს კითხვებს უსვამდნენ და თავადაც პასუხობდნენ სხვების მიერ დასმულ კითხვებს, აქ ისინი ძალიან ბუნებრივებად და უკომპრომისოებად წარმოჩინდნენ.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
გამომდინარე იქიდან, რომ მინდოდა დროში ჩავტეულიყავ, რადგან  გვქონდა საკმაოდ შრომატევადი პრაქტიკული სამუშაო შესასრულებელი, ვჩქარობდი და მოსწავლეები როდესაც კითხვებზე მპასუხობდნენ, არ ვაძლევდი სრულყოფილ უკუკავშირს, მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარების დროს, სწორედ ამ ფაქტორს გავითვალისწინებ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მყისიერი უკუკავშირი სწავლის პროცესში.
ასევე სასურველია, მქონდეს ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ სისტემატურად ვიმუშაო კლასში, რათა მოსწავლეებმაც და მეც შევძლო მსგავს გაკვეთილებზე უფრო სრულყოფილად და თამამად გამოვიყენოთ ტექნიკური საშუალებები. მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა შევეცდები მოვიძიო და გამოვიყენო.
14. 06.2019 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий