„თავისუფალი
გაკვეთილების“ ხაზით ჩვენი პირველი შეხვედრა
მიმდინარე სასწავლო წელს რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიისა და სამყაროს ხელახალი გახსენებით
დაიწყო. გავიხსენეთ მწერლის ჩვენთვის ნაცნობი
ცხოვრებისეული დეტალები. როგორც ჩემი დაკვირვებით აღმოვაჩინე, ბავშვებს არა თუ არ დავიწყებიათ, კიდევ უფრო მეტი შეუსწავლიათ მწერლის შესახებ. ზაფხულის
პერიოდში თითქმის ყველა გაცნობია მწერლის შემოქმედებას, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ
მაინც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მათი დაინტერესება მწერლის შემოქმედებით.
ამავე
გაკვეთილზე ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დავგეგმეთ განსახორციელებლად.
გაკვეთილზე
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ
IX კლასის მოსწავლეები: მარიამ გიორგაძე,
ლიკა კალანდაძე, ქრისტინე გიორგაძე,
VIII
კლასიდან: ზაზა ჩხიკვაძე, დავით ცინცაძე.
საინტერესო
და სასიამოვნო იყო შეხვედრაზე ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმაც
გამოთქვეს სურვილი შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად შეისწავლონ რევაზ ინანიშვილის შემოქმედება,
რაზეც მათ რა თქმა უნდა თანხმობა მიიღეს. მეათე კლასელთა შემოერთება, ვფიქრობ, კიდევ
უფრო მეტად გაზრდის პროექტში ჩართული მოსწავლეების მოტივაციას და უფრო საინტერესოს
გახდის ჩვენს შეხვედრებს.
27
სექტემბერი.
წავიკითხეთ
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “ჩიტების გამომზამთრებელი“,
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი გარკვეული დრო (10 წუთი) იმისთვის, რომ საკუთარ
თავზე მოერგოთ როლები, შემდეგ კი წარმოედგინათ მათთვის სასურველი პერსონაჟი.
ზაზა
ჩხიკვაძემ (მერვე კლასი) გამოთქვა სურვილი წარმოედგინა მამის როლი, თამარ ბარამიძემ
(მეათე კლასი) დედა განასახიერა, მერვე კლასელმა თემურ ვაჩეიშვილმა კი შვილის როლი
წარმოადგინა. სახელდახელო წარმოდგენა საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა. მაყურებელ მოსწავლეებს
ძალიან მოეწონათ წარმოდგენილი როლები, თუმცა ქონდათ შენიშვნებიც, რაც თვითონ შემსრულებლებმაც
გაითავისეს სამომავლოდ.
შემდეგი
15 წუთი დავუთმეთ მშობლების შვილისადმი დამოკიდებულებაზე
მსჯელობას. განსაკუთრებულად მძაფრი აღმოჩნდა დედის ქმედების შეფასება.
მსჯელობისას
ბავშვები საკმაოდ აქტიურები არიან, არ აწუხებთ კომპლექსი, არიან კრიტიკულები, თუმცა,
ამავე დროს, ინარჩუნებენ ობიექტურობასაც.
მოსწავლეებს
მიეცათ დავალება, შემდეგი შეხვედრისათვის იფიქრონ, დაწერონ, ან ნახატის სახით წარმოადგინონ
თავიანთი ნაფიქრი თუ ნააზრევი.
აღნიშნული
შეხვედრა ბუნებაში ჩავატარეთ, რაც განსაკუთრებულად მოეწონათ ბავშვებს, სამომავლოდაც
დავგეგმეთ, წარმოვადგინოთ შემდეგი შეხვედრების სხვადასხვა ვარიანტები, რომლებსაც ხმათა
უმრავლესობით ავირჩევთ და გავითვალისწინებთ.
2018 წლის 27 სექტემბერი: გაკვეთილი “ჩვენ ვირგებთ
როლებს“.
წავიკითხეთ რევაზ
ინანიშვილის მოთხრობა “ჩიტების გამომზამთრებელი“,
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი გარკვეული დრო (10 წუთი) იმისთვის, რომ საკუთარ
თავზე მოერგოთ როლები, შემდეგ კი წარმოედგინათ მათთვის სასურველი პერსონაჟი.
ზაზა ჩხიკვაძემ (მერვე
კლასი) გამოთქვა სურვილი წარმოედგინა მამის როლი, თამარ ბარამიძემ (მეათე კლასი) დედა
განასახიერა, მერვე კლასელმა თემურ ვაჩეიშვილმა კი შვილის როლი წარმოადგინა. სახელდახელო
წარმოდგენა საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა. მაყურებელ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ წარმოდგენილი
როლები, თუმცა ქონდათ შენიშვნებიც, რაც თვითონ შემსრულებლებმაც გაითავისეს სამომავლოდ.
შემდეგი 15 წუთი დავუთმეთ მშობლების შვილისადმი დამოკიდებულებაზე მსჯელობას.
განსაკუთრებულად მძაფრი აღმოჩნდა დედის ქმედების შეფასება.
მსჯელობისას ბავშვები
საკმაოდ აქტიურები არიან, არ აწუხებთ კომპლექსი, არიან კრიტიკულები, თუმცა, ამავე დროს,
ინარჩუნებენ ობიექტურობასაც.
მოსწავლეებს მიეცათ
დავალება, შემდეგი შეხვედრისათვის იფიქრონ, დაწერონ, ან ნახატის სახით წარმოადგინონ
თავიანთი ნაფიქრი თუ ნააზრევი.
აღნიშნული შეხვედრა
ბუნებაში ჩავატარეთ, რაც განსაკუთრებულად მოეწონათ ბავშვებს, სამომავლოდაც დავგეგმეთ,
წარმოვადგინოთ შემდეგი შეხვედრების სხვადასხვა ვარიანტები, რომლებსაც ხმათა უმრავლესობით
ავირჩევთ და გავითვალისწინებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий