ლაშქრობა






სოციალური პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: “ვიცნობდეთ ჩვენს კუთხეს“
2.პროექტის ხანგრძლივობა: 1დღე. (2019 წ. 28 მაისი).
3.ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი:სსიპ.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა.
4.ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ:
გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა, რომლებიც სხვადასხვა კლასის (VII- XI) მოსწავლეებისაგან შედგა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მზია სიხარულიძესთან, გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო ხუნდაძესა და ბიოლოგიის მასწავლებელ ელენა სიმონიშვილთან ერთად დაგეგმეს ჩოხატაურის ერისთავების სახელობის დენდროლოგიურ პარკში ლაშქრობა, რომელიც სოფელ გორაბერეჟოულში მდებარეობს.
5.პროექტის აღწერა:  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული ძეგლებით, მუზეუმებითა და ღირშესანიშნაობებით. მშობლიური კუთხის ზედმიწევნით შესწავლა საფუძველს ჩაუყრის მოსწავლეებს, უკეთ დაინახონ, აღიქვან საკუთარი რაიონი და შედარება მოახდინონ საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან. ამჯერად შერჩეული იქნა გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკი. მოსწავლეები როგორც თეორიულად,ისე პრაქტიკულად გაეცნობიან აღნიშნული პარკის ისტორიულ-კულტურულ დანიშნულებას, საიამოვნო გარემოში ისაუბრებენ ლიტერატურაზე, პოეზიაზე. წინასწარ შედგენილი კითხვების მიხედვით ჩაატარებენ ვიქტორინას, გამოავლენენ გამარჯვებულს. ასევე ჩაატარებენ მინი სპორტულ შეჯიბრებებს.
მოსწავლეთა ჩართვა საკუთარი კუთხის ღირსშესანიშნაობების გაცნობა-შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში;
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
  ერთად ყოფნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ვიქტორინასა და სპორტულ ღონისძიებებში უფრო ხალისიანად ჩართვა.
7.სასკოლო პროექტის ,ვიცნობდეთ ჩვენს კუთხესამოცანები:             
 წინამოსამზადებელი სამუშაოები;
საინფორმაციო კამპანია;თეორიული მასალების გაცნობა-დამუშავება.
ითხვების მომზადება;
შეთანხმება ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან;
შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტთან;
ისტრიულ-კულტურული ძეგლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
პროექტის მონიტორინგი და შეფასება;
პროექტის პრეზენტაცია;
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ  დეტალურ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული ისტორიულ-კულტურული ძგლის გარშემო:
გაიმდიდრებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ სკოლის გაერთ ყოფნის უნარ-ჩვევებს.
9.განხორციელების გზები:                      
  სამუშაო ჯგუფების შექმნა
ლექცია-სემინარის ჩატარება;თეორიული მასალის გაცნობა;
დავალებების განაწილება ჯგუფებში;
• I ჯგუფი- ინფორმაციის მოძიება კულტურული ძეგლის გეოგრაფიული მდებარეობისა ისტორიულ-კულტურული წარსულის შესახებ.
II ჯგუფი-  ვიქტორინისთვის საჭირო კითხვების მომზადება.
III ჯგუფი-  სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა;
ჯგუფის ყველა წევრი: შეხვედრა ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომელ, მათივე მასწავლებელ ანა შარაშენიძესთან;
ლაშქრობის თარიღის დადგენა.
პროექტის მიმდინარეობისა და შეფასების კრიტერიუმების შედგენა
პროექტის შეფასება-პრეზენტაცია.
11. პროექტის დეტალური აღწერა: 
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკის  გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი ისტორიულ-კულტურული დანიშნულების შესახებ,  ისინი განაწილდნენ ჯგუფებში, რომლის თითოეული წევრი აქტიურად ჩაერთო და შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუშაობდნენ ინფორმაციის მოძიებაზე, მასალის მომზადებასა და დამუშავებაზე, პრეზენტაციის მომზადებაზე,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთან შეხვედრაზე...
. დროდადრო აჯამებდნენ შესრულებულ სამუშაოს,მსჯელობდნენ და მართავდნენ დისკუსიას. საინტერესო იყო ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან გამართული საუბრები ,რომლებისგანაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პარკის  ისტორიულ-გეოგრაფიული და ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ. დროდადრო ითვალისწინებდნენ მასწავლებლის რეკომენდაციებს, რომელიც ეხმარებოდა მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამდიდრებაში და მონიტორინგს უწევდა მათ მუშაობას. მოსწავლეები პარალელურად ერთმანეთსაც უწევდნენ მონიტორინგს პროექტის მსვლელობის გაუმჯობესებისა და წარმატებულად განხორციელების მიზნით.
12.საჭირო რესურსები: კომპიუტერები, პროექტორი, თაბახის ფურცლები, ქსეროქსი, მეცნიერების ენციკლოპედია, სატელეფონო ვიდეო-გადამღებები, ინტერნეტი.
13.პასუხისმგებელი პირი, პროექტის ხელმძღვანელი სოფელ გუითურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია სიხარულიძე. მეშვიდე კლასის ხელმძღვანელი.

                                            რეფლექსია

მიმდინარე სასწავლო წლის 28 მაისს ჩემი სადამრიგებლო მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე ლაშქრობის მოწყობა გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში. მუშაობაში ჩავრთეთ სხვა კლასის მოსწავლეები და ასევე გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები. გავანაწილეთ სამუშაოები, შევაგროვეთ ინფორმაცია კულტურული ძეგლის შესახებ, დავგეგმეთ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, კერძოდ, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიქტორინისთვის კითხვები, დაგეგმეს სპორტული შეჯიბრებები.
როგორც ლაშქრობის მონაწილეებმა აღნიშნეს, ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.
სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა. მომავალში აუცილებლად მოვივლით ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა კულტურულ ძგლს.
ლაშქრობის შედეგად მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვონ სხვა კულტურული ძეგლების გარშემო.







Комментариев нет:

Отправить комментарий