გაკვეთილის გეგმა


 გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა:იოვანე საბანისძის ,, აბოს წამება“(წერილები)
გაკვეთილის მიზნები:
1.      კითხვის სტრატეგიების დაუფლება
2.      წაკითხულის მიმართ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დასაბუთება
3.      საკითხავ ტექსტში მოცემული ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაციის მოძიება და განსხვავება
4.      დისკუსიის ხელოვნების დაუფლება
შედეგები
მე-10.8..მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მე-10.1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიაში.
აქტივობა 1. კლასში ტექსტის კითხვა და კომენტირება
დრო:            (14 წუთი)
ორგანიზების ფორმა:მუშაობა მთელ კლასთან
იკითხება ტექსტის 2 მონაკვეთი(სამოელისა და იოვანეს წერილები) აიხსნება გაუგებარი სიტყვები სახელმძღვანელოს დახმარებით, გაკეთდება კომენტარები
აქტივობა 2. წაკითხულის შინაარსის გადმოცემა
დრო:5 წუთი
აქტივობა 3. წაკითხულის გააზრება(5წუთი)
-ვისი დაკვეთით დაიწერა ეს ნაწარმოები?
_ვინ არის პირველი წერილის ავტორი?
-რას სთხოვს იგი იოვანე საბანისძეს?
-რით ასაბუთებს იგი თავის თხოვნას?
-ვის სიტყვებს იმოწმებს იოვანე საბანისძე საპასუხო წერილში?
-რას ვიგებთ ტექსტიდან სამოელ ქართლის კათალიკოსისა  და იოვანე საბანისძის შესახებ?
-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიუკერძოებელი შეიძლება იყოს დაკვეთით დაწერილი ნაწარმოების ავტორი?
- რა გვაძლევს ამგვარი ფიქრის საფუძველს?
-რას ვიგებთ ნაწარმოებიდან იმდროინდელი ქართლის შესახებ?
აქტივობა 4. მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია- დისკუსია
დრო: 13 წუთი
რა ვიცით მე-7 საუკუნის ქართლის შესახებ?
რა ტერიტორია ეჭირა მას?
ვინ იყო ამ დროს ქართლის ერისთავი?
რა ვიცით ისტორიიდან მის შესახებ?
რომელი პოლიტიკური ძალის ხელში იყო თბილისი?
რომელი სარწმუნოების მიმდევარნი იყვნენ  არაბები?
რა ურთიერთობა იყო არაბებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის?
აქტივობა 5.  დისკუსიის შეჯამება( დისკუსიას აჯამებს მასწავლებელი)
დრო 5 წუთი
 შეფასება:1 შეფასდებაიან აქტიური მოსწავლეები.
შეფასების ხერხი: დ ა კ ვ ი რ ვ ე ბ ა .
დრო 2 წუთი
  საშინაო დავალების მიცემა:წერილობით- ,,სამოელ ქართლის კათალიკოსისა და იოვანე საბანისძის მიმოწერა
                                   
 გაკვეთილის გეგმა                                              

      
  გაკვეთილის თემა:  რა არის მთავარი სათქმელი გიორგი ლეონიძის „ლექსისა ყივჩაღის პაემანი “
სწავლების საფეხური 11 კლასი მე–3 საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი  8 მოსწავლე. 
გაკვეთილის მნიშვნელობა: ამ გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, ზეპირმეტყველების, კვლევის მსჯელობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარები
გაკვეთილის მიზნები –ლექსის თემისა და იდეის განსაზღვრა,მთავარი სათქმელის, რითმისა და რიტმის ფუნქციის ამოცნობა ლირიკული გმირის ხასიატისა და ქცევის მოტივის განხილვა.
ქართული 11.9                                                                                                                                            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას.       

ქართ.11.10 .მოსწავლე განიხილავს ლირიკული გმირის ხასიათს,ქცევის მოტივს,ღირებულებსა და ფასეულობებს
   ქართული მე–11. 2.   ამოიცნობს      რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის  განწყობის შესაქმნელად.                   
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა იციან როდის და რა მიზნით ჩამოასახლეს საქართველოში     ყივჩაღები. წაკითხული აქვთ ხალხური ლექსი „შემომეყარა ყივჩაღი “ ლიტერატურის თეორიიდან     იციან, რა არის ნაწარმოების თემა, იდეა, რითმა და რიტმი.
საგანმანათლებლო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კოგნიტური სქემები ავტოკალამი რვეული.
                             გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1–ლი (დრო 3 წუთი) მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით ინტერნეტის საშუალებით    მოვასმენინებ მათ გოგლა ლეონიძის მიერ წაკითხულ ლექსს.
შემდეგ ერთი მოსწავლე მხატრულად კითხულობს „ყივჩაღის პაემანს“
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური
აქტივობა მე–2 კითხვებზე პასუხის გაცემა (დრო 10 წთ)
თქვენი აზრით, რატომ იწყება ლექსი სიტყვა „ყურღანებით“ რა კავშირი აქვს ამას ლექსის შინაარსთან .
როგორ ფიქრობთ რატომ არის ლექსში საუბარი ყაბარდოს ველზე
როგორ იხატება ბუნება და როგორ უკავშირდება ეს სიყვარულის გრძნობას
რას მატებს ამ გრძნობის გამოხატვას რუსთაველის პოემაზე მითითება
როგორ წარმოჩნდება ლირიკული გმირის ბუნება მის ქმედებებში
როგორ გესმით გამოთქმა:“მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად“
თქვენი აზრით, რატომ არის ნისლში გახვეული ყივჩაღის მიერ აღქმული ქართლის პეიზაჟი
როგორ გგონიათ, რით არის ბუნებრივი ყივჩაღის სახესთან დაკავშირებული შედარება, რომელიც ამ ხილვას ახლავს
რომელ ნაწარმოებზე მიგვანიშნებს „ვარდის ფურცლობის ნიშანი“ და „ დრო ახალი პაემანისა“
რა არის ის მთავარი რამ, რასაც ლექსი გვაუწყებს
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა მე–3 (დრო 5 წთ) მოსწავლეები მუშაობენ კოგნიტურ სქემებზე მათ უნდა ჩაწერონ გრაფებში ლექსის თემა და იდეა შესაბამისი არგუმენტებით და უნდა გააკეთონ საკუთარი ინტერპრეტაცია
ორგანიზება: წყვილებში მუშაობა
აქტივობა მე–4 (დრო 5 წთ) პრეზენტაცია. შევსებული სქემები გაიკვრება დაფაზე და მოსწავლეები გააკეთებენ ნაშრომების პრეზენტაციას
აქტივობა მე–5 (დრო 10 წთ) ლიტერატურის არსენალის წაკითხვა და მსჯელობა ლექსის მხატრულობის შესახებ
 მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო, ყურადღებით წაიკითხონ ლიტერატურის არსენალი და იმსჯელონ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები
ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა
აქტივობა მე–6 (დრო 3–3 წთ) პრეზენტაციას აკეთებენ ჯგუფების ლიდერები
საშინაო დავალება:(დრო 2წთ)  წაიკითხეთ ხალხური „შემომეყარა ყივჩაღი,“ ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, გოდერძი ჩოხელის „მე და ყივჩაღი“ შეადარეთ ეს სამი ლექსი ერთმანეთს, გაარკვიეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის და იმსჯელეთ ყივჩაღის მხატვრული სახის შესახებ.
                                              გაკვეთილის შეჯამება (დრო 2წთ)
    
               მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს რა გააკეთეს აღნიშნავს და შეაქებს ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს, საუკეთესო პრეზენტატორს
                                         მოსწავლეთა შეფასება (დრო 2 წთ)
1 შეფასდება მხატვრული კითხვის უნარი
  შეფასების ხერხი : დაკვირვება.     შეფასდება ერთი მოსწავლე
2შეფასდება დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.
  შეფასდებიან ყველაზე აქტიური მოსწავლეები
3 შეფასდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი
  შეფასდებიან წყვილებიდან და ჯგუფებიდან პრეზენტატორები
4 შეფასდებიან ის მოსწავლეები,რომლებიც ყურადღებით წაიკითხავენ ლიტერატურის არსენალს და მასზე დაყრდნობით სწორად იმსჯელებენ, თუ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები.


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ტიპი - სამოდელო
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.
მასწავლებელი: მზია სიხარულიძე.
/ 46001015751.
სწავლების საფეხური/ კლასი: საბაზო, VII.
მოსწავლეთა რაოდენობა: 6
სპეც. საჭიროების მოსწავლე: 1.
გაკვეთილის თემა: რევაზ ინანიშვილისჩიტების გამომზამთრებელი“.
მიზანიმხატვრული ნაწარმოების გაგება-გააზრება, ტექსტში დასმული პრობლემის ანალიზისა და მოგვარების, არგუმენტირებული მსჯელობისა და პერსონაჟის ქცევის მოტივების განსაზღვრის უნარების გამომუშავება, მოსაზრებების გამოთქმის, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
სამოქალაქო პასუხისმგებლობს განვითარება.
სასწავლო მიზანი სსსმ მოსწავლისათვის: იმსჯელოს ნაწარმოების პერსონაჟზე და შეაფასოსო გმირის საქციელი მასწავლებლის დახმარებით, შექმნას მცირე ზომის ტექსტი (1-2 წინადადება) და სწორად დაწეროს ის.
კავშირი . . .-თან:ქართ.Vll. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების  მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.Vll. 2. მოსწავლეს შეუძლია  სხვათა  მეტყველების მოსმენა და შეფასება  საკომუნიკაციო ამოცანის   გათვალისქართ.Vll. 7. მოსწავლეს  შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების  გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
ქართ.Vll. 14.  მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური  ორგანიზებისათვის.  

კავშირი ესგ-სთან

სსსმ მოსწავლისათვის
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.

ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.

გაკვეთილის რაოდენობა: 1
რესურსები:
ტექსტი რევაზ ინანიშვილის “ჩიტების გამომზამთრებელი“, მწერლის ფოტო, ფორმატის ქაღალდი, კალმები, მარკერები, პერსონაჟის ანალიზისა და სეგმენტური მეთოდის სქემები, წყვილებში  მუშაობის შეფასების რუბრიკები.
წინარე ცოდნა:
ტიპური განვითარება: მოსწავლეებმა იციან რევაზ ინანიშვილის “ჩიტების გამომზამთრებელი“, შეუძლიათ წაკითხული ტექსტის ანალიზი, აქვთ თანამშრომლობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, იყენებენ სააზროვნო სქემებს, შეუძლიათ მხატვრული ტექსტის მთავარი სათქმელის განსაზღვრა. აქვთ წყვილებში მუშაობის უნარი.
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლისათვის:
მოსწავლემ იცის რევაზ ინანიშვილის “ჩიტების გამომზამთრებელი“, შეუძლია იმსჯელოს ნაწარმოების პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით (მისთვის ნაცნობი სიტყვების საშუალებით), შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
შეფასების ფორმები: მიმდინარე განმავითარებელი, მიმდინარე განმსაზღვრელი.
გაკვეთილის მსვლელობა: აქტივობები, მიზანი, დრო, ორგანიზების ფორმა, რესურსი, შეფასება.





N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების  ფორმა /ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (დრო)
1.






















2.













































3.






























4.



















5.

აქტივობა 1.მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
2. აცნობს გაკვეთილის მიზნებს,
თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად, რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს. შეფასების ფორმებს. კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკას და მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად მიაწოდებს უკუკავშირს.
აქტივობა 2.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი დაფაზე წერს მოთხრობის სათაურს: რევაზ ინანიშვილის “ჩიტების გამომზამთრებელი“.
იხსენებენ ტექსტს შემდეგი კითხვებით:
1. რა არის აღწერილი მოთხრობაში?  ვინ არიან მოთხრობის პერსონაჟები?   დედის აზრით,  რა როლი უნდა შეასრულოს  მამამ  შვილების აღზრდაში ? ეთანხმებით   ამ აზრს?  რა უძღოდა წინ დედის განსაკუთრებულ გაღიზიანებას?    რა რეაქცია ექნებოდა, თქვენი აზრით, ბიჭს მასწავლებლების ასეთ დამოკიდებულებაზე? ჩანს მათი ზრუნვა ბავშვის მიმართ ? როგორ ფიქრობთ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოთხრობაში? დავუბრუნდეთ ისევ ოჯახს, როგორ, რა სიტყვებით  მოიხსენიებს დედა  შვილს?  როგორ ხასიათზე, რა განწყობით ხვდება შვილს.
აქტივობა 3.
მასწავლებელი სვამს ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს, რითაც წარმოაჩენს ტექსტის მთლიანობსა და ძირითად საკითხებს.
წყვილებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ურიგებს წინასწარ მომზადებულ კითხვებს:




1.დაასახელე მოთხრობის ერთი პერსონაჟი.
2. რატომ იყო ბიჭი გახარებული?

3. გარდა დედის სისასტიკისა, მოთხრობაში კიდევ რა მომენტები იკვეთება.


აქტივობა 4. პერსონაჟთა დასახასიათებელ სქემ შევსება.

მასწავლებელი  ურიგებს ბავშვებს  პერსონაჟთა დასახასიათებელ სქემას ,  ისინი  იხსენებენ პერსონაჟთა   ქცევას, სათქმელს და განცდებს, ბოლოს აჯამებენ  ამ მონაცემებს და წერენ  თავიანთ  აზრს  პერსონაჟის შესახებ.


აქტივობა 5. დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.


ბავშვები მუშაობენ წყვილებში.  l წყვილი -დედის დახასიათება,ll წყვილი -მამის დახასიათება, lll წყვილი -ბიჭის დახასიათება.

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ზეპირად პასუხობს კითხვებზე, რომელიც მისთვის განკუთვნილ სქემაშია მოცემული. შემდეგ იმავე პასუხებს დამოუკიდებლად წერს:
1. რა ქნა დედამ, როცა ბიჭმა ჩიტები მიიყვანა გამოსაზამთრებლად?
2. დედის რა თვისება დაინახე ამ ტექსტში (შეაფასე, როგორია დედა?)?

5 წთ
წყვილებში

პერსონაჟის ანალიზის სქემა,
მარკერი

წყვილებში  შესრულებულ სამუშაოს კითხულობს ერთ-ერთი მეწყვილე. ის  გამოხატავს მეწყვილის  შეხედულებასაც პერსონაჟზე.












მასწავლებლის თხოვნით იგი კითხულობს ერთ-ერთი კითხვის პასუხს.

საბოლოოდ გამოიკვეთება მნიშვნელოვანი საკითხი, რომ, როგორც ჩანს, ოჯახის წევრებს შორის აღარ არის ურთიერთგაგება და სიყვარული, ვერავინ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ბიჭის მიმართ. მათ შორის ვერც მასწავლებლები, ვერც ბიჭი ვერ გრძნობს თავის მოვალეობასა  და პასუხისმგებლობას.
ნაწარმოების მთავარ საკითხზე მსჯელობა, პერსონაჟების ხატვის დეტალებზე დაკვირვება, დასკვნების გამოტანა და აზრის მწყობრად გამართულად ჩამოყალიბება-გამოთქმა..
5 წთ
ინდივიდუალური მეწყვილეს მხარდაჭერით
 დაფა, ფორმატი.
მიმდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითარებელი



















აქტივობა №6
დავეხმაროთ მოთხრობის პერსონაჟებს პრობლემის მოგვარებაში.  2  ჯგუფში მოსწავლეებს ურიგდებათ სეგმენტური მეთოდის სქემები. ჯგუფის  თითოეული წევრი  თავის სექტორში  აძლევს   რჩევას  პერსონაჟს. შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ აზრებს და მნიშვნელოვან და შეთანხმებულ რჩევას წერენ   სქემის ცენტრში.


მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ბარათს, რომელზედაც წერია ორი რჩევა პერსონაჟისადმი

(1. მასწავლებელს ჰკითხოს, რჩევა, როგორ დაეხმაროს შვილს  და
2. შვილის მიმართ გამოხატოს სიყვარული და ყურადღება), მოსწავლე ირჩევს ერთ-ერთ მათგანს და წერს სეგმენტური მეთოდის სქემაში.
პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა
10  წთ
2 ჯგუფი
ფორმატი სეგმენტური მეთოდის  სქემით, მარკერი







კითხვა სსსმ მოსწავლეს

აქტივობა №3
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფში შესრულებულ დავალებას.


მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს, თუ რატომ აირჩია ის რჩევა.
ეფექტური პრეზენტაციის
მომზადება აუდიტორიისთვის
7 წთ
პრეზენტატორი 2 მოსწავლე გამოდის აუდიტორიის წინაშე
მარკერი, საპრეზენტაციო ქაღალდი
მომდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითარებელი

















შეჯამება - მასწავლებელი  მოსწავლეთა პრეზენტაციებიდან გამომდინარე აჯამებს  ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხების შესახებ გამოთქმულ აზრებს. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, ხომ არა აქვთ მათ კიდევ სხვა რჩევა პერსონაჟებისადმი.
 (იმედია, რომ თქვენი რჩევები დაეხმარება ჩვენს ოჯახს  პრობლემების მოგვარებაში, თითოეული გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ).
თემის შეჯამება
5 წთ
-
-
-
ტიპური განვითარება

აქტივობა №4



სსსმ მოსწავლისათვის

აქტივობა №4




















ტიპური განვითარება

აქტივობა №5





სსსმ მოსწავლისათვის

აქტივობა №5
გასასვლელი ბარათები -
 რა მოგცათ, რა დაგამახსოვრდათ, რაზე ჩაგაფიქრათ დღევანდელმა გაკვეთილმა?

მასწავლებელი აძლევს გასასვლელ ბარათს, რომელზეც წერია ტექსტი. „იმან რომ არ მითხრას, მე არ ვიცი, რა უბედურებაც ტრიალებს ჩემს თავს?! საკონტროლოში ორები, გეომეტრიაში - ზედიზედ სამი ორი, ქიმიაში - ორი, ქართული როა, ქართულშიც კი ორი აქვს მიღებული“. მოსწავლემ უნდა გაიხსენოს, ვისზეა საუბარი ამ ტექსტში.

(სამუშაოს დასრულების შემდეგ თავიანთ ნამუშევრებს ამაგრებენ დაფაზე გაკრულ სიმბოლოზე).         


საშინაო დავალება - დაწერეთ ნაწარმოების თქვენთვის სასურველი ფინალი დღევანდელი გაკვეთილის გათვალისწინებით.



დახატე ერთ-ერთი ეპიზოდი  ან პერსონაჟი მოთხრობიდან.
შემოქმედებითი ტექსტის შედგენა.
3წთ































2 წთ.
ინდივიდუალურად
ფერადი  წებოვანი ბარათები, კალამი





























საშინაო დავალების რვეული, კალამი













კომპიუტერის ეკრანზე აჩვენებს წარმოდგენილ აქტივობას, რომ ვიზუალურმა მასალამ მოსწავლეებს გაუადვილოს აღქმა. კედელზე გაკრულია შეფასების რუბრიკა.












კითხვა-პასუხის რეჟიმი.











































ტექსტზე მუშაობა და მის გამომსახველობით მხარეზე დაკვირვება.
საერთო-საკლასო






















მუშაობა მთელ კლასთან.










































მუშაობა მთლ კლასთან
კომპიუტერი, შეფასების რუბრიკა





















წინარე ცოდნა












































მოსწავლე-მასწავლებელი, წიგნი. თაბახის ფურცლები.
















































3 წთ























5 წთ.












































4წთ.
































5წთ



























Комментариев нет:

Отправить комментарий