ჩემს მოსწავლეებსა და მეგობრებს:
1. "ის ვინც სულელს ეკამათება, თავადაც სულელია" - დროსა და ფიქრს ტყუილად ნუ დაკარგავთ;
2. სოციალურ ქსელებში (ზოგადად - ცხოვრებაში) უამრავი სულელია, რომლებიც ჩვენს დროსა და ფიქრზე ნადირობენ;
3. იმ მომენტიდან, რომლიდანაც თვალსაჩინოდ დაგიდასტურდებათ (დიდი ხნის ცდა ამას არ უნდა), რომ თქვენ წინ სულელია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მასთან კამათი;
4. სულელის დაჭკვიანების კეთილშობილური მიზანი ისტორიულად მიუღწეველია;
5. ქართველი სულელები არაფრით არიან უკეთესები სხვებზე;
6. ისინი, რომლებიც რაიმე სარგებლის ძიებით თავს განზრახ ისულელებენ, მიათვალეთ პირველხსენებულებს;
7. თუ ვერაფრით მიხვდით, აქ რაც წერია, დაფიქრდით საკუთარ თავზე.