суббота, 17 ноября 2018 г.

ბლოგის შექმნის მიზანი


      პროფესიული განვითარება მასწავლებლისყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია,უფრო მეტიცუწყვეტიპროფესიული განვითარება ჩვენი წარმატების საწინდარიარონალდ ბართიბრძანებდა;„საინტერესოარამდენი ბავშვის ცხოვრებას გავხდიდითწარმატებულსთუ მასწავლებლები ერთმანეთს გავუზიარებდით იმასრაცვიცით“. ვფიქრობუდავო ჭეშმარიტებაადა ჩემი ბლოგის შექმნის მიზანიც სწორედ ესაა, რადგან მწას, რომ  პედაგოგის ცოდნა-გამოცდილება სწორედ იმსანთელს უნდა ჰგავდესრომელიც კიდევ ასობით და ათასობით  სანთელსააკიაფებსიმგვარ ქისას უნდა ჰგავდესრომელსაც ოთარაანთ ქვრივი „მიეცი დამოგეცეს“ ეძახდა...
       ჩვენი მიზანი ხომ წარმატებული მოსწავლეა და , რაც მეტია წარმატებულიმასწავლებელიმით მეტია წარმატებული მოსწავლესაზოგადოებისწარმატებული წევრი, მინდა ყველა პედაგოგს გზა დავულოცო  ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში...

,,თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს"

1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ
არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
                                                      გაბრიელა მისტრალი

ბლოგი შეიქმნა 2018 წლის ნოემბერში ტრენინგზე, რომლის სახელწოდებაც იყო “ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგების გამოყენება სასწავლო პროცესში“. 32 სთ-ი, 8 დღე.

ტრენინგის დასასრულს შევქმენით: 

1. გაკვეთილის გეგმა:
2. გაკვეთილის პრეზენტაცია;
3. გაკვეთილის შეფასების რუბრიკა;
4. პროექტის გეგმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий